ხმები დავთვალე, ლაიქებიც მივაყოლე და ჩემი ფავორიტი გოლი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. რონალდინიოს გოლი კი დიდ ოცეულს შეუერთდა.
შემდეგი კატეგორიაა – ფინალები და პლეიოფები. ესე იგი, გადამწყვეტ ეტაპზე გატანილი საუკეთესო გოლი უნდა გამოვავლინოთ. ამ სიაში ვერ ნახავთ ლიონელ მესის გოლებს – “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბაიერნთან” ლიგის ნახევარფინალში და “ბილბაოსთან” თასის ფინალში, იმიტომ, რომ ეს გოლები უკვე თავმოყრილია საუკეთესო ოცეულში და კონკურენტებს ელოდება.
თუმცა, არჩევანი მაინც რთული იქნება, განსაკუთრებით ინიესტასა და რონალდ კუმანის გოლებს შორის.
ჩემი ხმა კუმანს!
ფაქტობრივად, ოქროს გოლი გაიტანა. ასე რომ, კუმანი +1 ხმით იწყებს.
პირველ ვიდეოში იხილავთ:
- ზოლტან ჩიბორის გოლი – ჩემპიონთა თასის ფინალი – “ბარსამ” “ბენფიკასთან 2:3 წააგო, 1961 წელს.
- ჟუან კარლოს როხოს გოლი – თასების თასის მეოთხედფინალი, მანჩესტერ იუნაიტედთან, 1984 წელს.
- ლუიშ ფიგუ – “ბეტისთან” თასის ფინალის გმირი, “ბარსამ” “ბერნაბეუზე” აწია თასი, 1997 წელი.
- სამუელ ეტო’ო – “არსენალთან” ფინალში. გამთანაბრებელი და გარდამტეხი გოლი. ამის მერე მოგება დროის ამბავი იყო. 2006 წელი.
- ჟერარ პიკე – “ინტერთან”, ცნობილი ბრუნი და გოლი, 2010 წელი.
- ხოსე მარი ბაკეროს გოლი ბოლო წუთებზე, “კაიზერსლაუტერნთან” – ეს იყო პლეიოფიდან ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელი გოლი, (მაშინ ასეთი ფორმატი იყო) რომ არა ეს გოლი “ბარსა” ისტორიაში პირველ ჩემპიონთა თასს ვერ მოიგებდა.
- რონალდ კუმანის გოლი – “ბარსას” ისტორიაში პირველი გამარჯვების გოლი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ინიესტამ რომ გამახარა ეგრე არცერთი გოლი გამხარებია
ინიესტა ცალსახად
ცოტა მეტი აქტიურობაა მემგონი ამ გამოკითხვაზე საჭირო და როგორმე აპინეთ მაინც საიტზე, რომ სხვა პოსტებმა არ გდაფაროს ხოლმე, ზოგადად ასეთი გამოკითხვები საინტერესოა და მეტს ვისურვებდი რომ იყოს ხოლმე. ჩემი ხმა რობერტოს გოლს, მართალია ისტორია დაიწერა მაგ გოლით თუმცა საბოლოო შედეგი არ შეუცვლია, თუმცა მაგ გოლმა რა ემოციაც მიანიჭა ყველა კულეს მემგონი არცერთ სხვა გოლს არ უქნია ეგ.
რაიქნება აბა აქ ერთ აზიდვას აკეთებინებენ და მორჩა ფიზიკურად კარგად არ ამზადებენ ფეხბურთელებს და იქ ბაიერნში ფეხბურთელებს ისე წვრთნიან როგორც ჯარისკაცებს
Eg ki magashi getanxmebi. Da gundogans vafshe gipi qonda
რაიქნება აბა აქ ერთ აზიდვას აკეთებინებენ და მორჩა ფიზიკურად კარგად არ ამზადებენ ფეხბურთელებს და იქ ბაიერნში ფეხბურთელებს ისე წვრთნიან როგორც ჯარისკაცებს
Levandovski da gundogani cudformashi arian fizikurad? Foto vnaxe samedicino shemowmebas ro gadiodnen lewandovskis ra kuntebic baiernshi qonda gauqraa?😢🤣😢
და სად უწერთ ქულებს
ცალსახად ინიესტა! მაგ გოლით ფეხბურთმა იზეიმა. ძალიან ემოციური გოლი იყო, მე პირადად ეგრე 2 ჯერ გამიხარდა კიდე ცხოვრებაში. ერთი სერჟი რობერტოს გოლი პსჟსთან და მეორედ მესიმ რომ აწია მსოფლიოს თასი.
nika 54, კი. ნესტამ კალაძეს დააბრალა ეს გოლი. რეალურად, ყველას დადანაშაულება შეიძლება. ნესტა პოზიციურად შეცდა, კახიმ დაზღვევა დააგვიანა, დიდას გამოსვლა შეეძლო და არ გამოვიდა, გატუზოს დისტანციაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ თავი გაიგიჟა და რონალდინიოს მივარდა. მოკლედ, ყველა შეცდა.
რონალდინიო რო პასს აკეთებდა, მაგ დროს ხდებოდა ხოლმე ეგეთი გაუგებრობები : ))
ჟიულიმ კალაძესთან ბრძოლაში გაიტანა?
ჩემთვისაც კუმანის გოლია