The Athletic-მა ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც “ბარსელონადან” ტერ შტეგენი, ბალდე, კრისტენსენი, არაუხო, პედრი, დე იონგი და ლევანდოვსკი მოხვდნენ:

გარდა ამისა, The Athletic-მა ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტერ შტეგენი დაასახელა:





7 ბარსელონელი? ამდენი ერთად სიმბოლურში არ მახსენდება.
ძალიან გული დამწყდება ბარსამ კარი მშრალად რომ ვერ შეინახოს ბოლო თამაშში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდში ყველაზე ძალიან შტეგენი მიყვარს და ვაფასებ. კაცმა რა არ გამოიარა, დაფრინავდა, მერე ყველა ამას აგინებდა და კარგი თამაშები დაივიწყეს, ახლა ისევ დაფრინავს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბარსას ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, ჩემთვის საუკეთესო. შტეგენის ასეთი თამაში რომ არა ამ სეზონში არამგონია ლიგა მოგვეგო, მარტო დაცვა დაცვაო და რეალურად შტეგენი უფრო იყო მანდ ძლიერი.