workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგისა და არაუხოს შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგისა და არაუხოს შეძენა სურს

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ორი ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

Mundo Deportivo El País-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბს ფრენკი დე იონგისა და რონალდ არაუხოს დამატება სურს. “იუნაიტედი” ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად 500 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და ფულს არც “ბარსას” ფეხბურთელებში დაიშურებს.

წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” იმედოვნებენ, რომ “ბარსელონა” რონალდ არაუხოს დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს და მას ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, დე იონგის სანაცვლოდ კი ისინი თანხის გადახდისთვის მზად არიან. “მანჩესტერს” ნიდერლანდელის შეძენა გასულ სეზონშიც სურდა და მისთვის მომავალ ზაფხულშიც იბრძოლებს.

ჩავი ერნანდესისთვის ორივე ფეხბურთელი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და მათ გაშვებას არ განიხილავს. კლუბი მიიჩნევს, რომ არაუხოს დარეგისტრირებაზე პრობლემა არ შეექმნება, შესაბამისად, ურუგვაელსაც, დე იონგის მსგავსად, კლუბთან 2026 წლამდე ექნება ხელშეკრულება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2023, 19:57

    იცინეთ თქვენ და არაუხოს თუ ვერ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი მართლა უფასოდ დაკარგავენ