ელენა კონდისის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა იმედოვნებს, რომ “ბარსელონა” ლიონელ მესის დაიბრუნებს.
კატალონიური კლუბი ლა ლიგასთან შეხვედრების გაგრძელებაზე მუშაობს, რათა არგენტინელის დამატების შესაძლებლობა განიხილონ. “ბარსა” ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რაფინიას გაყიდვას განიხილავს. ამის მიუხედავად, როგორც ესპანელი ჟურნალისტი იტყობინება, ამ ეტაპზე “ბარსელონა” მესისთვის შეთავაზების გასაკეთებლად მზად არაა.
მესის დაბრუნება ჟოან ლაპორტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლეომ “ბარსა” სწორედ მისი პრეზიდენტობისას დატოვა, რასაც არგენტინელთან ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვა.




აღარ მჯერი ამისი, მე მგონი ლეო მართლა დაითანხმეს არაბებმა და ბუსკეტსიც იქით მიდის, ლეოს უთხოვია ნახევარმცველის წაყვანაც. შეიძლება ლაპორტამაც იცის და ტყუილად ვითომ რამეს აკეთებს. მერე იტყვის აგერ ტებასიც დავითანხმე, მაგრამ ლეომ ფული ამჯობინაო.
არც კი ვიცი ვისი მოყვანა შეძლება… სონი? მანე?
იმედია გაიჯარებულ ხალხსაც გავყიდით. იმათ ხელფასებს ჩვენ ვიხდით უმეტესობას.
მარტო მესი ვერ გვიშველის. მარცხენა ფლანგის ვინგერიც გვჭირდება ჰაი კლასის. და მარჯვენა ვინგერიც სკამისთვის, თორე დემბელეს იმედზე ჩემი მტერი იყოს.