workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ბარსელონაში ჩამოვა და ბარსას შეთავაზებას დაელოდება

ლეო მესი ბარსელონაში ჩამოვა და ბარსას შეთავაზებას დაელოდება

არგენტინელი ჟურნალისტის, ხერმან გარსია გროვას ცნობით, ლიონელ მესი ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე დღეს დაჰყოფს და “ბარსას” ოფიციალურ შეთავაზებას დაელოდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესის “ბარსელონაში” დაბრუნება ჟოან ლაპორტას მთავარი ამოცანა გახდა – ბორდს სჯერა, რომ ტრანსფერს განახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ ლეო “ბარსას” ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ტურნემდე, ივლისის ბოლომდე გახდება.

დღეს ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ არგენტინელი ზაფხულში კლუბს აუცილებლად შეიცვლის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 04 მაი 2023, 23:24

    არის ტრანსფერი არ გამოაშკარავება ოფიციალურ სექტემბრის ბოლომდე

  • nika 54
    schedule 04 მაი 2023, 19:51

    დღეს ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ არგენტინელი ზაფხულში კლუბს აუცილებლად შეიცვლის.
    რომანოს დასტური რათ გვინდა, ჩვენც მშვენივრად ვიცით რო მესი კლუბს აუცილებლად შეიცვლის, ეს გარკვევით განაცხადა მაგათმა ხალიფამ, უქმე დღეებში როგორ გაბედა სადღაც წასვლაო. და ესეც რო არ ყოფილიყო ამ ფრანგმა ვითომ ფანებმა რაც მესის უსტვინეს, და ეხლაც მოუწოდებენ პსჟ-ს ხელმძღვანელობას მესი გააგდეთო. ალბათ მესი კი არა ყველაზე უთავმოყვარე კაციც აღარ გაჩერდებოდა მაგ საღორე გუნდში.

  • Rick Sanchez
    schedule 04 მაი 2023, 18:09

    ციტატა: M10 S9 D11
    ეს ზაფხულში ბარსამ თუ ვერ მოიყვანა ლაპორტა უნდა ადგეს და წავიდეს


    საიდან ასეთი საოცარი დასკვნები? ალემანის არ იყოს, კლუბს გავის კონტრაქტი ვერ დაურეგისტრირებია და 200 მილიონით აქვს სახელფასო ხარჯები შესამცირებელი. ცოტა რეალისტები იყავით, მესის მოსვლის 20%იანი შანსიც არ არის.

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2023, 11:09

    ეს ზაფხულში ბარსამ თუ ვერ მოიყვანა ლაპორტა უნდა ადგეს და წავიდეს