workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “ოსასუნასთან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

რაფინიას მუხლის პრობლემა ჰქონდა და მეორე ტაიმის სტარტზე თქვა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. უსმანის შემოსვლა სწორედ ამიტომ დაჩქარდა.

იმედი გვაქვს, რაფინია და გავი კარგად იქნებიან. 

დღევანდელი მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გაგვიჭირდა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოოდ ჟორდიმ გაიტანა.

ლა ლიგა თითქმის მოგებულია. “რაიოსთან” წაგების შემდეგ მოპოვებული 6 ქულა მნიშვნელოვანი იყო. ახლა ველოდებით, სან სებასტიანში (“რეალ სოსიედადი” 🆚️ “რეალ მადრიდი”) რა მოხდება. 

ალბა დიდებული მეპასეა, ნახევარმცველივითაა. ის გადაცემას სწორ დროს აკეთებს. ჟორდი სამაგალითო მოთამაშეა. მისით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ მარტივი არაა, როცა 10-12 წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის წევრი იყავი და შემდეგ სათადარიგო როლის მორგება გიწევს.

ანსუ ძალიან კარგი იყო, მხოლოდ გოლი აკლდა. სავარჯიშო სესიებზე მას ძალიან ბევრი გააქვს, მაგრამ დღეს ვერ გაიტანა.

ფატის მედია ცუდ სამსახურს უწევს. დღეს დაიწერა, რომ ის €70 მილიონად იყიდება – თუ ფეხბურთელის დახმარება გსურს, ასე არ უნდა იქცეოდე.

ვცდილობ, ბუსკეტსი დარჩენაში დავარწმუნო. გასახდელ ოთახში მისი როლი ძალიან დიდია, მაგრამ მესმის, რომ შეიძლება დაიღალა.
“რეალ მადრიდის” წინააღმდეგ არასატესა და სრულიად “ოსასუნას” წარმატებები ვუსურვე. მათ ფინალში გასვლა მოვულოცე.

ფრენკისთვის იდეალური პოზიცია ვიპოვეთ. მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. დე იონგი დიდებული ფეხბურთელია და ყოველთვის ამბობდა, რომ დარჩენა სურს.

როცა ნიდერლანდელი ნახევარდაცვაში ბუსკეტსთან ერთადაა, მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნის.

მალე გადაწყვეტილებების მიღება მომიწევს. უნდა გადავწყვიტო, მომავალ სეზონში “ბარსაში” ვინ დარჩენა და ვინ – არა.
მესისთვის სანქციის დაწესებაზე ვერაფერს ვიტყვი. სიტუაციას არ ვიცნობ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2023, 12:02

    ანსუ კარგი იყოო? როდის პედრის რო კარისწინ ააცალა ფეხიდან ბურთი? თუ თვითონ რო ააცილა ბურთს ფეხი?
    მაგ ბიჭში თუ 70 მილიონს გიხდიან დროზე მოიცილე და მაისური მესის შეუნახე იმედია შეძლებთ მოყვანას. კარში დამრტყმელი მაინც გეყოლებათ.

  • walker599
    schedule 03 მაი 2023, 11:24

    მე მაინც მგონია რო ჩავის მაქსიმუმი ლა ლიგაა მინიმუმ 3-4 წელი, არ გვყვავს ისეთი გუნდი რო 1-0 ებს ვიგებდეთ, ვფიქრობ ნაგელსმანიც მოგვიხდებოდა.

  • levanoza
    schedule 03 მაი 2023, 01:14

    „მარტივი არაა, როცა 10-12 წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის წევრი იყავი და შემდეგ მწვრთნელის როლის მორგება გიწევს“ – გამგები გაიგებს…

  • Chico
    schedule 03 მაი 2023, 00:31

    ციტატა: Maestro 6

    ციტატა: Chico
    ჯანდაბას, გახდნენ ჩემიონები და რაც არის ეს არის, მაგრამ როცა დაწნარდება ყველაფერი, ჩავიმ იქნებ აგვიხსნას ეს ფრაზა – "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ"……
    ბევრი კი არა, უამრავი ბატონო ჩავი…..
    აგვიხსენი ერთი რატომ?


    კაი ახლა მაგთ დარტყმა არ იციან და ეგეც ამისი ბრალია, გასაკრიტიკეველი მიზეზები სხვაც ბლომადაა

    არა მეგობარო, არაფერს არ ვაბრალებ ჩავის. პირიქით დიდ პატივს ვცემ და მინდა რომ კარგი მწვრთნელი გახდეს, მაგრამ ასე მგონია ეს გუნდი კარებში დარყმებს საერთოდ არ ვარჯიშობს, აბა სხვანაირად როგორ ამდენი მაზავა? დღეს პირველი მატჩი ხომ არ არის…. ჩავიმ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და ავარჯიშოს გუნდი აბა ვინ? რამდენი შეიძლება ყველა მატჩის მერე იმის ძახილი, რომ ბევრი გავმაზეთ…. მაგრამ ერთხელ ასე თქვა, რომ თანახმაა ყველა მატჩი 1:0 მოიგოს…. მართალია, ვერ მოედავები….

  • ოთიკო
    schedule 03 მაი 2023, 00:13

    და რამდენი კაცი უნდა გაუგდონ მოწინააღმდეგეს,რომ მომეტები გამოიყენოთ?

  • Maestro 6
    schedule 03 მაი 2023, 00:12

    ციტატა: Chico
    ჯანდაბას, გახდნენ ჩემიონები და რაც არის ეს არის, მაგრამ როცა დაწნარდება ყველაფერი, ჩავიმ იქნებ აგვიხსნას ეს ფრაზა – "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ"……
    ბევრი კი არა, უამრავი ბატონო ჩავი…..
    აგვიხსენი ერთი რატომ?


    კაი ახლა მაგთ დარტყმა არ იციან და ეგეც ამისი ბრალია, გასაკრიტიკეველი მიზეზები სხვაც ბლომადაა

  • nikusha
    schedule 03 მაი 2023, 00:11

    ციტატა: marco reus 11
    1 ტურნირს თამაშობ და ისიც შეგვაზიზღე ყურება , აი ამას თუ მოხერხება არ უნდა და საღოლ. დღეს ვინ გაკლდა ახლა მოგიფიქრებენ გამართლებებს ვუცდი რო დაწერონ :დ


    ვინ აკლდა და რობერტო

  • Maestro 6
    schedule 03 მაი 2023, 00:10

    ცუდი სეზონია და ეს არ ეხება მარტო ბარსას, ამ მსოფლიო ჩემპიონატმა ყველას დედა უტირა, ლევანდოვსკი დაფრინავდა და მსოფლიოს მერე განახევრდა მისი პროდუქტიულობა, იგივეს ვიტყვი ბევრ ფეხბურთელზე და მთლიანად გუნდზეც, ძაან ცუდად იყო ჩაკვეხებული, ეს მარტო ბარსას არ ჭირს, პსჟ, ბაიერნი,არსენალი, სერია ა ში ყველამ, ძააან დაეცა ხარისხი, რეალმაც რამდენი უაზრო ქულა დაკარგა, ერთადერთი მანჩესტერ სიტი არის რონელსაც წარმოუდგენლად დიდი რესურსი აქვს და მარატონში მაგათი დამარცხება ძაან ძნელია, ჩავი ძაან მევასება, უდიდეს პატივს ვცემ, ეს ლა ლიგა მოიგოს და ვნახოთ, თუ არ გამოასწორა თამაში მომდევნო სეზონში დიდი პატივისცემით ადიოს, მაგრამ ამ გუნდით და ამ რესურსით+უიღბლობა, მაგარი შედეგია ლა ლიგის მოგება

  • mudam cule
    schedule 03 მაი 2023, 00:09

    თამაშს ვერ ვუყურე და გავის რა მოუვიდა?

  • C.PC5
    schedule 03 მაი 2023, 00:06

    ერთი ახლა გავიმ რო ესპანიოლთან ვერ ითამაშოს ვის ათამაშებ პრესინგს დაგინახავ, ან ვინ დაუწყებს იმ პიტალოებს ჯაჯგურს მთელი თამაში, ახალდაბრუნებული პედრი? თუ ბებერი ბუსკეცი? ღირსი კი იქნები ჩაგახედოს ესპანიოლმა მაგ თამაშში ზუსტად გავის რო შეე*ი მაგის გამო. 40-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული უკვე ამ სეზონში თან ისე რო ევროტურნირებიდან რაც შეიძლებოდა მალე გამოვარდი, სადაც კაცი დაგაკლდა იქ გავის აყენებ უეჭველი, რით ვეღარ დაიმსახურა მაგ ბავშვმა დასვენება?! ეგეთი *ლეობით გადაწვეს ფატი და ბეწვზე გადარჩა პედრიც.

  • Chico
    schedule 03 მაი 2023, 00:05

    ჯანდაბას, გახდნენ ჩემიონები და რაც არის ეს არის, მაგრამ როცა დაწნარდება ყველაფერი, ჩავიმ იქნებ აგვიხსნას ეს ფრაზა – "ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ"……
    ბევრი კი არა, უამრავი ბატონო ჩავი…..
    აგვიხსენი ერთი რატომ?

  • marco reus 11
    schedule 02 მაი 2023, 23:54

    1 ტურნირს თამაშობ და ისიც შეგვაზიზღე ყურება , აი ამას თუ მოხერხება არ უნდა და საღოლ. დღეს ვინ გაკლდა ახლა მოგიფიქრებენ გამართლებებს ვუცდი რო დაწერონ :დ