“ბარსელონა” ლა ლიგის 31-ე ტურში “ვალეკასზე” “რაიო ვალიეკანოსთან” 1-2 დამარცხდა. კატალონიურმა გრანდმა “რაიოს” ზედიზედ მე-4 თამაში ვერ მოუგო.
მატჩი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და სახიფათო მომენტებსაც სწორედ ისინი ქმნიდნენ. მე-19 წუთზე კი ალვარო გარსიამ ლამაზი დარტყმით ანგარიშის გახსნაც მოახერხა. “ბარსელონამ” პირველი ტაიმის ბოლოს გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკი მეტოქეზე ოდნავ წინ აღმოჩნდა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად წარიმართა და ლოგიკური შედეგითაც გაგრძელდა 53-ე წუთზე ნახევარდაცვის შეცდომით ფრან გარსიამ ისარგებლა და ტერ შტეგენის წინ პირისპირ დარჩენილმა სხვაობა 2-ბურთიანი გახადა. “ბარსამ” სახიფათო მომენტების შექმნა ვერც ამის შემდეგ შეძლო და მხოლოდ 83-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა ერთი გოლის გატანა, თუმცა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გუნდს აღარ ჰქონია.
საბოლოოდ, “ბლაუგრანა” დამარცხდა, თუმცა მიმდინარე ტურში “რეალ მადრიდის” წაგების გამო, მეორეადგილოსანთან სხვაობა 11 ქულა დარჩა და “ბარსა” ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
იმის ღირსები არიან ატლეტიკო დაეწიოთ და მოიგონ იმათმა ლალიგა
"საბოლოოდ, "ბლაუგრანა" დამარცხდა, თუმცა მიმდინარე ტურში "რეალ მადრიდის" წაგების გამო, მეორეადგილოსანთან სხვაობა 11 ქულა დარჩა და "ბარსა" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა"
ბარსა კი არ მიუახლოვდა ჩემიონობას, ჩემპიონობა მოუახლოვდა ბარსას. იმიტომ რო ბარსა ადგილზე დგას ჩემპიონატი კი მთავრდება ამათ გასახარად. ვინღა დარდობს მოგებებს, გოლებს, მაყურებლის ტაშს? მთავარია რეალი აგებს და ჩვენ აღარ გვჭირდება მოგება. ოღონდ ეხლა ატლეტიკოც არ დაგეწიოთ.
ასეთი ჩემპიონობის დედაც ჯეკ. სხვების წაფორთხილების თუ დაკიდების ხარჯზე, რომ ვიგებთ ლა ლიგას.