ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჟუნინიომ ლიონელ მესის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა:
მესის “ბარსაში” დაბრუნება უკეთესი იქნება, ვიდრე საუდის არაბეთში წასვლა და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ დერბიში თამაში. ლეოსთვის საუკეთესო ვარიანტი კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგებაა.
მესიმ ყველაფერი მოიგო… მაგრამ დრო ყველაზე მოქმედებს. ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი “ბარსელონაში” დაბრუნებაა. ის გულით უნდა დაბრუნდეს, ფანებს ემოციური სიტყვით მიმართოს და კლუბის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინოს.


აი ფეხბურთის მცოდნე ადამიანის, უზადო ჯარიმების შემსრულებლის ნამდვილად სწორი მიმართვა ლეოსადმი.
უფ ეს 27 წლის ასაკის როგორ დაგვხატავდა. ამის ნაირი ჯარიმების შემსრულებელი არ დაბადებულა დღემდე