workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის პრიორიტეტი მარჯვენა მცველის მოყვანაა

ჩავის პრიორიტეტი მარჯვენა მცველის მოყვანაა

ჩავი ერნანდესისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა, რომლის სისუსტეც “რეალ მადრიდთან” წაგებულმა მატჩმაც გამოაჩინა.

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს მარჯვენა მცველის მოყვანა სურს, რადგან რონალდ არაუხო და ჟიულ კუნდე ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ.

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, “ბარსას” თავკაცმა აღნიშნულის შესახებ “ელ კლასიკოს” დასრულების შემდეგ ჟოან ლაპორტასა და ხელმძღვანელობის სხვა წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა.

43 წლის სპეციალისტის რჩეული კანდიდატი “ვილიარეალის” უკანახაზელი ხუან ფოიტია, თუმცა მისი შეძენა მარტივი არ იქნება. არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 54 მილიონი ევროა, რისი გადახდაც “ბარსელონას” არ შეუძლია, თუმცა კლუბი იმედოვნებს, რომ ზაფხულამდე ფოიტის დამატების გზებს მონახავს – “ბარსა” გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვასაც განიხილავს.

კატალონიელები ხუან ფოიტის ალტერნატივად დიეგო დალოს (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ბენჟამინ პავარს (“ბაიერნი”) და ტომას მუნიეს (დორტმუნდის “ბორუსია”) განიხილავენ. “ბარსას” სახელს უკავშირებდნენ არნაუ მარტინესსა და ჟოაუ კანსელუსაც, მაგრამ მათი შეძენა თითქმის გამორიცხულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 17:17
    #13

    ფული ამათ არა აქვთ და უფასოდ ვინ მოვა.

  • Footballfan
    schedule 06 აპრ 2023, 18:52
    #12

    ციტატა: M10 S9 D11
    მერე კანსელო მოიყვანეთ რო მიახტით ამ ლარიან იგროკებს


    ხელფასს შენ გადაუხდი თუ საქართველოს მთავრობა🤣🤣🤣 თუ გგონია ბარსას გქმო ხელფასზე უარს იტყვის

  • marco reus 11
    schedule 06 აპრ 2023, 17:58
    #11

    ჩავის ეგ არ შეეშლება

  • M10 S9 D11
    schedule 06 აპრ 2023, 17:40
    #10

    მერე კანსელო მოიყვანეთ რო მიახტით ამ ლარიან იგროკებს

  • Maestro 6
    schedule 06 აპრ 2023, 17:33
    #9

    პავარი საუკეთესო ვარიანტია ამათ შორის

  • CuleTillIDie
    schedule 06 აპრ 2023, 17:22
    #8

    ეს მგონი მართლა გასაჯმეინებელია !!! მომენტს ვერ ვქმნით, გოლს ვერ ვიტანთ, შემტევი მოიყვანეთ ნორმალური ბიჭოოოო !!!!!

  • Rick Sanchez
    schedule 06 აპრ 2023, 16:01
    #7

    მაგარი პრიორიტეტები აქვთ, მარჯვენა მცველი კიარა შემტევი იყიდეთ ნორმალური ბ**ად ტორესის და ფატის იმედზე რო ხართ.

  • nikusha
    schedule 06 აპრ 2023, 14:36
    #6

    პავარი და არნაუ მარტინესი ამ სიიდან და თუ ხულიან არაუხოს განიხილავენ ძირითადის კაცად მაშინ სკამისთვის მუნიეც წავა.

  • viska barsa
    schedule 06 აპრ 2023, 14:34
    #5

    kai bijo ertxel wavaget realtan isec ramdeni weli gavida aseti angarishitro wavaget ox blin rato ar gvyavda sastavi amat gadaulidnen

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 06 აპრ 2023, 14:30
    #4

    Gundi ashkaarad shendeba da win midis. Prosta ragac saswauli gvchirdeba, rogorc 2003 shi ronis transferi,an messis gamochena iyo. Egeti quxili gvinda ro jimjimi hqondet. Messis dabruneba kaia prosta moklevadiania…xavis kide shi* hoar aq,tu marjvena mcveli unda egeraaa pavard tan ufasod,ra foyt xoar chamokra aman,commentarebistvis dawerili posti an jurnalistis monabodi mgonia. Gundi aris gasadzlierebeli yvela rgolshi erti kacit,tavdasxmashi 2-3 gvchirdeba mara 2s vimyofinebt kide.

  • cruyff9
    schedule 06 აპრ 2023, 14:07
    #3

    ამ კაცს ვინმემ ურჩიოს რო ცუდი სკაუტინგისტია,,,შეილება მაგარი მწვრთნელი დადგეს მარა აშკარად უვარგის იგროკებს არჩევს,,,რაფინია ტორესიც კმარა

  • Fc Barca Batumi
    schedule 06 აპრ 2023, 14:05
    #2

    არაუშავს, ამისათვის ყურების ჩამოყრა არაა საჭირო!
    ვიცოდი და ვგრძნობდი კიდევაც, რომ ამ დიდი დანაკლისის გარეშე გაგვიჭირდებოდა!
    მარტო დაცვა ვერაფერს იზავს! აბა ფრენკი, პედრი, დემბო და ალონსოს მაგივრად კრისტენსენს რომ ეთამაშა, ასე აღარ ვისაუბრებდით!
    შემტევები საერთოდ არ გვყავს, ფაქტიურად მოედანზე ჩანდა: კინკონგი კესი და აფთარი გავი!

  • Clever liar
    schedule 06 აპრ 2023, 13:50
    #1

    დაანებე პრიორიტეტებს თავი ჩავი შენ შემოგევლე, შენი არჩეული ტორესი რაფინიათიც ყელამდე ნეხვში ვართ..