workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფატის გარემოცვას სურს, რომ ანსუმ ბარსელონა დატოვოს

ფატის გარემოცვას სურს, რომ ანსუმ ბარსელონა დატოვოს

დღეს ანსუ ფატის მამა, ბორი ფატი და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში “ბარსელონას” ხელმძღვანელობის წევრებს შეხვდნენ და 20 წლის ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.

ვიქტორ ნავაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევის წარმომადგენლებს სურთ, რომ ანსუმ ზაფხულში “ბარსა” დატოვოს. COPE-ს ჟურნალისტის თქმით, ჟოან ლაპორტა თავდაპირველად ფეხბურთელის გაშვების იდეას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბი ფატის შეელევა.

ანსუ ფატიმ ტრავმის მოშუშების მიუხედავად “ბარსელონაში” თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ჩავი ერნანდესი ახალგაზრდა შემტევს ენდობა, თუმცა შესაძლოა კლუბმა მისი გაყიდვა და ამ გზით სახელფასო ფონდის შემცირება გადაწყვიტოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • levanoza
    schedule 29 მარ 2023, 00:58

    ჩაესვენა მგონი ამის მზე, ვერ დალაშქრა ქაჯეთი! არადა მთელი მულღაზანზარი უკან ედგა…

  • Rick Sanchez
    schedule 27 მარ 2023, 23:36

    ციტატა: nika 54
    ფატის გარემოცვას სურს, რომ ანსუმ ბარსელონა დატოვოს.
    ძალიანაც კარგი, იპოვონ ვინმე სულელი ვინც 50-60 მილიონს გადაგვიხდის და მშვიდად განაგრძოს სათადარიგოს სკამის ხეხვა ახალ გუნდში.


    ეგეთი სულელი ბართომეო იყო მარტო

  • nika 54
    schedule 27 მარ 2023, 21:28

    ფატის გარემოცვას სურს, რომ ანსუმ ბარსელონა დატოვოს.
    ძალიანაც კარგი, იპოვონ ვინმე სულელი ვინც 50-60 მილიონს გადაგვიხდის და მშვიდად განაგრძოს სათადარიგოს სკამის ხეხვა ახალ გუნდში.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 27 მარ 2023, 20:40

    Na*uii