workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა: მესიმ წასვლის დღეს მითხრა, რომ ახალ კონტრაქტს აფორმებდა

ჟორდი ალბა: მესიმ წასვლის დღეს მითხრა, რომ ახალ კონტრაქტს აფორმებდა

“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ ცოტა ხნის წინ Chester Cuatro-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

მესის წასვლა

იმ დღეს, როდესაც მესის წასვლაზე ინფორმაცია გავრცელდა, დილით მას ვესაუბრე. ლეომ მითხრა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და ჩვენთან დარჩენას აპირებდა.

მახსოვს, სახლში მეუღლესთან ერთად ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მესი მიდიოდა. ვერ დავიჯერე. შოკში ვიყავი. რთული მომენტი იყო, რადგან მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.

ვიცი, რომ როდესაც ჩვენგან წავიდა, რთული პერიოდი ჰქონდა. ამის შემდეგ მას შევხვდი და ვისაუბრეთ, მაგრამ არა ამ საკითხზე. აქ მას ოჯახი ჰყავდა, მეგობრები და მისი დამსახურებით გუნდმა ბევრი რამ მოიგო.

ახლა მესი პარიზში ბედნიერია, თუმცა პირველი წელი იდეალური არ ჰქონია. ადაპტაციის პროცესი გაურთულდა, მაგრამ წელს მას ველაპარაკე და ახლა თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. ამ თემაზე არ გვისაუბრია. მისი დაბრუნება გამიხარდებოდა.

მომავალი

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ აშკარაა, რომ ბევრი არ დამრჩა. “ბარსას” დონის გუნდის მოთხოვნების გათვალისწინებით, ეს ნათელია. თუმცა ბრძოლისთვის მზად ვარ. კლუბთან კონტრაქტი კვლავ მაკავშირებს. ერთი წელი კიდევ აქ უნდა ვიყო და შემდეგ ვნახოთ.

მსაჯები

არაფერი ვიცი. 2014 წელს ჩემპიონობა წაგვართვეს. თუ ბოლო თამაშს მოვიგებდით, ჩემპიონები ვხდებოდით. მოგება გვჭირდებოდა. თამაში 1-1 დასრულდა, მაგრამ მესის სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩაგვითვალეს და ჩემპიონობა დაგვაკარგვინეს.

მოედანზე საეჭვო არასდროს არაფერი შემიმჩნევია. ზოგი მსაჯი მოგწონს, ზოგი – არა, მაგრამ თამაშის დროს არაფერი შემიმჩნევია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 22 მარ 2023, 19:51
    #1

    მარტო ეგ? ატლეტიკოსთან? ლიგაზე არარსებული პენალტი.