ზაფხულში “ბარსელონას” იჯარით გაშვებული რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდება.
ხავი მიგელის ცნობით, მათ შორის ჩავის გეგმებში მხოლოდ აბდე ეზალზული შედის. ერნანდესს სჯერა, რომ მომდევნო სეზონში ეზ აბდე გუნდს ძალიან გააძლიერებს. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ერთი-ერთზე თამაშისას “ბარსას” მასზე უკეთესი მარცხენა შემტევი არ ჰყავს.
სერჟინიო დესტი და კლემან ლანგლე ჩავის გეგმებში ნამდვილად არ არიან და ზაფხულში კლუბი მათ გაყიდვას ან ისევ იჯარით გაშვებას აპირებს. “ბარსას” გეგმებში არც ალექს კოლიადოა და ფიქრობს, მის შემთხვევაში როგორ მოიქცეს.
რაც შეეხება ნიკო გონსალესს – სამწვრთნელო შტაბს მისი შესაძლებლობები მოსწონს, მაგრამ ფიქრობს, რომ ის უმნიშვნელოვანესი პოზიციის დასაკავებლად მზად ჯერ კიდევ არაა. ამიტომაც, “ბარსელონას” ზაფხულში მისი კვლავ განათხოვრება სურს, თუმცა ფეხბურთელს არავითარ შემთხვევაში გაყიდის.
აბდეს თუ დაიტოვებენ მაშინ ტორესი გაყიდონ ულაპარაკოთ.
ბენფიკა კარგია მარა სათამაშო დრო საიდან, ეგენი თავის აღზრდილებს ათამაშებენ და მერე 100 მილიონებად ყიდიან, ბარსას ფეხბურთელს რატო გაუზრდიან. ნიკო ძირითადში მაქსიმუმ იყოს ბეტისში ვილიარეალში ისიც შუაზე რო გაიხეს. აი ლას პალმასი თუ გადმოვიდა მაგათ უნდა მივცეთ, ჯერ მაგარ ფეხბურთს თამაშობენ, მერე პიმიენტაა მწვთნელი, ეგ თუ აათამაშებს. აი აბდეს კიდე რავიცი, 1-1 ზე თამაში არა იხვი, ტიპი ადამა ტრაორეს კიდე უფრო დებილი ვერსიაა. გაყიდონ 15 ად. ტორესი მიაყოლონ, ფატი გააიჯარონ და 1 კარგი მარცხენა ვინგერი დადონ
ნიკო,დესტი,უმტიტი,ლენგლე,კოლადო-ხუთივე გასაშვებია. მე აბდესაც გავყიდდი კარგ ფასში, მაგრამ იყოს მაინც, რაც მართალია მართალია, ფერანზე და ფატიზე კარგად,ნამდვილად ატყუებს კაცს
კესი თუ დარჩა, ნიკო ვალენსიას ნაირ ჩასვრილ გუნდში კი არა სადმე ნორმალურ გუნდში გაუშვან. ბენფიკაში გავუშვებდი ჩემი ასარჩევი რო იყოს :დ სათამაშო დროც ექნებოდა და მაგრადაც დაიხვეწებოდა. დაჟე უჩლ-საც ითამაშებდა