ცოტა ხნის წინ ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჩავი ერნანდესისთვის გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
აღნიშნულზე კომენტარი თავად ჩავიმაც გააკეთა:
კლუბის მიერ ახალი კონტრაქტის შეთავაზებამ ძალიან გამაბედნიერა. ეს აბსოლუტური ნდობის ნიშანია. თუმცა, ხელშეკრულების გახანგრძლივებამდე, ტიტულების მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი. თუ ამას შევძლებთ, ვფიქრობ, აქ დასარჩენად იდეალური მდგომარეობა იქნება.
იმ დღეს, როცა ვიგრძნობ, რომ ფეხბურთელებს სათანადოდ ვეღარ ვუძღვები, წავალ. ჯერ შედეგებს დაველოდოთ და შემდეგ ჩემს მომავალზე ვისაუბროთ. “ბარსაში” შემიძლია, მთელი ცხოვრება გავატარო, მაგრამ ტიტულებზე ვარ დამოკიდებული.
ლაპორტა ჩემი მეგობარია. “ბარსელონას” გაუმართლა, რომ ასეთი პრეზიდენტი ჰყავს. ის ძალიან სანდოა. ფული ან კონტრაქტის ხანგრძლივობა არ მაინტერესებს, მხოლოდ კლუბის წარმატებები მსურს.
მუდმივად მაკრიტიკებენ, რაც რთულია. ოჯახი და შვილები მყავს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ საქმის კეთება არ ღირს, თან თუ ისეთი კულე ხარ, როგორიც მე.
მტკივნეულია, როცა გეუბნებიან, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. ზოგჯერ, არ იცი, რა ხდება, ამ დროს კი მეგობარი გირეკავს და გატყობინებს, რომ სოციალური მედიაში კრიტიკის ქარცეცხლში გახვევენ.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღეები სწორედ ახლა მაქვს. ფინანსური მხარე არ მაინტერესებს. მე აქაური ვარ და მინდა, კლუბს დავეხმარო.
თუ ვინმე “ბარსას” დნმ-ს წარმოადგენს, ეს მე ვარ. მსურს, ჩემს გუნდს ბურთი ჰქონდეს. მაგრამ ფეხბურთი სასცენო თამაში არ არის – მეტოქე ყოველთვის ცდილობს, გავნოს.
სტილს არასდროს ვუღალატებ. თუ სპორტში რამეს წარმოვადგენ, ეს ჩვენი სისტემის დამსახურებაა. შეიძლება სათამაშო გეგმა გქონდეს, მაგრამ გარკვეულ ვითარებებს უნდა მოერგო. დაცვა ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
“ბარსა” ყოველთვის უნდა გაძლიერდეს, კლუბში ყველაფერი შესანიშნავად უნდა იყოს. ცვლილებები ყოველთვის გვხვდება. FFP-ს წესებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ტრანსფერების განხორციელებას შევეცდებით.
ევროპაში უფრო კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგამ და ევროპა ლიგამ გვაჩვენა, რომ ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორც გვსურს.
სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ მარტში “რეალ მადრიდზე” 9 ქულით წინ ვიქნებოდით, ყველა ხელს მოაწერდა. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ – ისინი ყველაფერს იგებენ, რასაც ვუხსნი.
მატჩებს მუდმივად ვუყურებ. ჩვენს თამაშებს 3-4-ჯერ ვაანალიზებ და ამით სიამოვნებას ვიღებ. ფეხბურთით დაავადებული ვარ… ეს სპორტი ძალიან მომწონს.
ზოგჯერ ფეხბურთელები მეკითხებიან, მეტოქე ცაციაა თუ მემარჯვენე. მათ ფეხბურთის ყურება არ უყვართ.
ყოველდღე ვმუშაობ, 24 საათით. როგორც გვარდიოლა ამბობდა, როცა მწვრთნელი ხარ, 200 საკითხში ერკვევი. გუნდის გაწვრთნა მარტივი არაა. მუშაობის 75%-ით სიამოვნებას ვიღებ, დანარჩენი 25% კი ძალიან რთულია.
ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შტაბი მეგობრულია. ეს საუკეთესო რამაა, რაც მაქვს.




მე მაქვს ჩავის იმედი, მჯერა, რომ ამ ჭაობიდან ამოგვიყვანს.
ევროპაში უფრო კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგამ და ევროპა ლიგამ გვაჩვენა, რომ ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორც გვსურს.
სანამ ისეთი თავდადებით თამაშს არ მიაჩვევ ფეხბურთელებს როგორც გუშინ ჩელსი-ბორუსიამ ითამაშეს, ევროპაში არავითარი შედეგი არ იქნება. თუმცა იგივეს თქმა ლა ლიგაზეც შეიძლება. კუკურელიას ბრძოლებს უყურეთ, აქ მთლად ეგეთი არ იყო.
მაესტრო მინდორზე და სათადარიგო სკამთან🥰
მჯერა რო ეს კაცი იტყვის თავის სიტყვას მსოფლიო ფეხბურთში ჩვენი მწვრთნელის როლშიც. უბრალოდ სკაუტები გამოცვალოს 😂