უსმან დემბელეს ტრავმის დროს რაფინია ბელოლის შესანიშნავად ათამაშებამ ჩავი ერნანდესს დილემა გაუჩინა – რომელი უნდა იყოს სასტარტოში, როცა ორივე ჯანმრთელი იქნება?
როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი Sport-ის მომხმარებლებს აქვთ – აღნიშნული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, “ბარსელონას” ქომაგების 80% ფიქრობს, რომ როცა დემებელე ლაზარეთიდან დაბრუნდება, ძირითად შემადგენლობაში მან უნდა ითამაშოს.
Sport-ის ვებსაიტზე გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-მა ადამიანმა მიიღო, Instagram-ზე კი – 6 700-მა.
აღსანიშნავია, რომ დემბელეს არყოფნის განმავლობაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ რაფინიას ანგარიშზე 4 გოლი და 2 ასისტია. ბრაზილიელმა “ვალენსიასთან” შეხვედრაში თავდაჯერებულობა მოიპოვა და გუნდში ადგილს იმკვიდრებს.
“ღამურებთან” გატანილი გამარჯვების გოლით მან “ბარსას” კიდევ ერთი 3 ქულა მოუპოვა და “რეალ მადრიდთან” უპირატესობა 9 ქულით გაზარდა.
მიუხედავად ამისა, ქომაგები უპირატესობას მაინც დემბელეს ანიჭებენ. ფრანგის არაპროგნოზირებადი თამაში და მოქმედებები “კამპ ნოუზე” ძალიან მოსწონთ.




კვარაცხელია!!! ❤️
დემბელე როცა დაბრუნდება, პედრი ლევანდოვსკიც დაბრუნდებიან და 4 ნახევარმცველიანი შემადგენლობა იქნება ისევ
სხვა ვინ გვყავს ნეტა რო ამხელა პრობლემა შეიქმნა 🤣 აშკარად მოუმატა რაფინიამ და არანაირად არ უნდა ამოაგდოს ძირიყადიდან. ჯერ დაბრუნდეს დემბელე და მერე მოგვარდება ეგ საკითხი. მარცხნივ ითამაშებს რა პრბლემაა. ტორესს სკამიც არ ეკუთვნის უბრალოდ საზიზღრობაა მაგის ყურება. ფატი ვერ თამაშობს მაგრამ აშკარად იმედი აქვთ და მიეცემა შანსები. რა დილემა უნდა მაგას? ფიზიკურად არ გვყავს წესიერი შემტევი რო არჩევანი გააკეთოს ხავიმ.ერთადერთი გავის თუ ათამაშებს და მაგას ჯობია გავიმ საკუთატ ადლზე ითამაშოს როცა რაფინიაც კარგად გამოიყურება.
ხო აბა გნაბრი სანე და კომანი მაგიტომაც არიან მუდამ ლაზარეთში მანამდე რობენი რიბერი მუდამ ტრავმებით იყვნენ.მითებს ნუ ყვები სულ.😂😂
წლების წინ, რიკოთზე 2 სასადილო იყო. ერთი აღმოსავლეთით და ერთიც დასავლეთით. მეტი არ იყო არსაით (ახლა ყოველ 500 მეტრშია). ჰოდა მაგ საქმეში ჭიპმოჭრილი ბიძაჩემი იძახდა ხოლმე – ერთი ნაგავია ორივეო. ამ შემთხვევაში სამი ერთმანეთზე უარესი შემტევი (პირობითად) გვყავს. გადააბან და ბესოსის მდინარეში ჩაუძახონ სამივეს, გული არ დამწყდება არცერთზე!
ორივე ერთად? აზრი ნული!
იქეთ ვერცერთი ვერ თამაშობს კომფორტულად, ასე რომ აზრი ნული!
ორივე, და გაცვლიან ხოლმე ფლანგებს
მარჯვნივ უკეთესია და მაგიტო, თორე ორივეს აჯობებს ერთად აღებულს მარცხნივაც
და ორივე რო ერთად გამოუშვან რა მოხდება, ფატი დაიჩაგრება თუ ტორესი? დემბელესთვის სულ ერთია რომელ ფრთაზე ითამაშებს და დააყენონ მარცხნივ.
დემბელე რო დაიმტვრა 2კვირა არიქნებაო და გავიდა 1 თვე რა დედის @ყვნა ჭირს ასეთი