Sport-ის ინფორმაციით, რაფინია ბელოლი გუნდის ახალი, 4-ნახევარმცველიანი სისტემით ბედნიერი არაა.
წყაროს ცნობით, მართალია, რომ ბრაზილიელი ამჟამად ხშირად თამაშობს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უსმან დემბელე ტრავმირებულია. შესაბამისად, როცა ფრანგი დაბრუნდება, ის, დიდი ალბათობით, კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
რაფინიას სასტარტო შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ჩავი ერნანდესი კვლავ 3 შემტევის დაყენებას გადაწყვეტს და დემბელეს მარცხენა ფლანგზე გადაწევს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან, მსგავსი რამ არც მაშინ ხდებოდა, როცა უსმანს ტრავმა არ ჰქონდა.
კატალონიური პრესის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტუაციას თვალს “ნიუკასლ იუნაიტედი” ყურადღებით ადევნებს და სურს, მომავალ ზაფხულში ის გადაიბიროს.




გვიშველეთ შეიხებო და წაიღეთ ეს ჩინური ბრაზილიელი. თავის ორიგინალ ფასში მოგცემთ.
ამას რო პრეტენზიები ექნება კიდე…
ნიუკასლი აკვირდებაო და იქნებ გავასაღოთ 50 ლიმონათ მოვიყვანდით ალვარეს იჯარით
იცოცხლე, სიბერის კვალობაზე კი ვარ სტამბულის კაჟივით და ისე რა გითხრა :)))
რაგინდა მერე ტებასის ბრალია, აბა ბარსელონასი ხოარ იქნება :)) და თვითონ ჩავიმ რო ამოიკვნესა, მართალია სარკაზმულად მარა ვაი მაგ სარკაზმს რომ ჩავეცი თვალში მანდამაინც, ("დამნაშავე" მხოლოდ მე ვარ, ტორესი რომ ჩვენთანაა, ობეს მაგივრადო) მაგიც ტებასის ბრალია რათქმაუნდა :))))
გაასხმეინეთ მერე და კიდევ მიაყოლეთ რამოდენიმეც
როგორ ხარ ბებერო🙃რა დონეზე ვართ რო ეს სირბანჯო პრეტენზიებს გვიყენებს დემბელეს ზამენა ეს😃🙃
ნიუკასლი აკვირდებაო და იქნებ გავასაღოთ 50 ლიმონათ მოვიყვანდით ალვარეს იჯარით
მართალია, რომ ბრაზილიელი ამჟამად ხშირად თამაშობს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უსმან დემბელე ტრავმირებულია. შესაბამისად, როცა ფრანგი დაბრუნდება, ის, დიდი ალბათობით, კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
მეტი რა უნდა სათამაშო დრო ცხოვრებამ მისცა, ადგეს და გამოიყენოს. ხალხი ელოდება წუთებს ოღონდ მოედანზე შეუშვან და ბრდღვნიან მერე. ამას რა უნდა არ გაისარჯოს და ადგილი დაბევებული ქონდეს? ეს დემბელესთან თამაშით ხო აგებს და მე მგონი არც ჭკუით ჯობნის მაინცდამაინც.
ძველს ხო აკვდება მეფის გვირგვინივით :))
ხოდა გააჟუი რა
ამას რა პრეტენზიები აქვს ვერ ვხვდები, ტიპი დემბელესთანა გებს პირწმინდად კონკურენციას და თუ თამაში უნდა, გაანძრიოს ერთი ადგილი და დაინსახუროს ბარსაში ყოფნა