workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას 2 შემტევის დამატება სურს

ბარსელონას 2 შემტევის დამატება სურს

ჩავი ერნანდესსა და ბარსელონას” სურთ, ცუდ ფორმაში მყოფ შემტევებს მხარი დაუჭირონ – ყოველ შემთხვევაში, ისინი საჯაროდ რწმენას ინარჩუნებენ და იმედოვნებენ, რომ ეს ფეხბურთელები ავანსებს გაამართლებენ.

თუმცა, კატალონიურ კლუბს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ნაკლებად სავარაუდოა, სულ მცირე, რომელიმე მათგანის გაყიდვაზე არ იფიქროს.

ფერან ტორესი “მანჩესტერ სიტიდან” €55 მილიონად მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან კარგად თამაშობდა, მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო.

რაფინია გასული ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია – “ბარსამ” მის სანაცვლოდ “ლიდსს” €58 მილიონი გადაუხადა, მაგრამ ბრაზილიელი ძალიან არასტაბილურია. ბელოლი დემბელესთან კონკურენციას აშკარად აგებს.

რაც შეეხება ანსუ ფატის – 20 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა და მხოლოდ 2 სრული მატჩი ჩაატარა. ანსუმანე კარგ ფორმაში ჯერ კიდევ ვერ შევიდა და ძირითადი თერთმეტეულის წევრად არ განიხილება. 

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” 2 შემტევის შეძენა სურს, რათა რობერტ ლევანდოვსკის ზედმეტი ტვირთი ჩამოაშოროს.

ერთ-ერთი, შესაძლოა, 17 წლის ვიტორ როკე იყოს, რომელსაც “ბარსა” აქტიურად აკვირდება. მეორის ვინაობა კი, ჯერჯერობით, არ მჟღავნდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2023, 12:35

    რაფინიას ბრაზილიელი რომ არ ერქვას არ არის ცუდი ფეხბურთელი, კარგი მოედნის ხედვა, პასი და სისწრაფე აქვს. სტატისტიკაც მეტყველებს ამაზე

  • Maestro 6
    schedule 15 თებ 2023, 17:33

    ორი ვინგერია საჭირო აუცილებლად

  • La Pulga10
    schedule 15 თებ 2023, 17:26

    როკე და ერთი ვინგერი.იმ სამიდან ორს უნდა ააცმევინონ.

  • nika 54
    schedule 15 თებ 2023, 16:57

    ვიტორ როკეზე როგოც წერდით 25 მილიონზე სასტიკი უარი განაცხადეს, მინიმუმ 45 ღირსო და 17 წლის ბიჭში მაგდენის გადახდას, ფატის შეპირდით ხელფასის წამატებას თუ ფორმას დაიბრუნებს უკეთესი იქნება.

  • Genius8
    schedule 15 თებ 2023, 16:41

    ციტატა: Buka.buka
    ‼️ყველაზე დიდი სკანდალი ესპანურ ფეხბურთში.

    FC Barcelona-მ 1,4 მილიონი ევრო გადაუხადა კომპანიას, რომელიც ეკუთვნის ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას, მსაჯთა კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს 2016-2018 წლებში.

    👉 თანამდებობა მანამდე ეკავა, სანამ ანაზღაურებას იღებდნენ.

    👉 მოამზადა ქვემოთ მოცემილი მოხსენებები მის მიერ წარმართულ კოლეგიებზე.

    COPE , Diario AS


    ვიცი ეგ მეც ვნახე და რავიცი არავის დაუწერია ჯერ სიმართლე თუა მადრიდისფერს ედო მხოლოდ და კომებში ბარსას ეძახდნენ მსაჯელონას დდდ როცა 2017 პირადად ლა ლიგამ და მსაჯებმა წაგვართვეს ლა ლიგა დდდ