ხვალ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს.
ჩავი ერნანდესმა და რაფინიამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
რაფინია
რთულ თამაშს ველი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა, რომელშიც შეიძლება ითამაშო. მეტოქე ძლიერია და ვიცით, რა გვჭირდება მოსაგებად.
სეზონის სხვადასხვა ეტაპებზე გუნდის გადაღლა ბუნებრივია, მაგრამ ახლა საუკეთესო პერიოდი გვაქვს და მომდევნო ეტაპისთვის მზად ვართ.
ფიზიკურად არა მხოლოდ “მანჩესტერის” წინააღმდეგ, არამედ მთლი სეზონის სათამაშოდ მზად ვართ.
ეს ჩემი პირველი სეზონია. ყველა ახალ ფეხბურთელს სჭირდება ადაპტაცია.
ანსუ ცოტა მოწყენილია, რადგან იშვიათად თამაშობს. ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ყველა ვცდილობთ, მას თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დავეხმაროთ.
როდესაც სივრცე მომეცემა, ვეცდები, რომ საჯარიმოს გარედან დავარტყა.
ოთხი ნახევარმცველით თამაში არ მაწუხებს, ჩვენ მწვრთნელის მიერ შერჩეულ სტილს უნდა მოვერგოთ.
ვისწავლეთ თუ არა გაკვეთილი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით? ვფიქრობ, ყოველი თამაშიდან რაღაცას სწავლობ. ბუნებრივია, რომ ფეხბურთელებს უმაღლეს დონეზე თამაში სურთ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. მათ რთული პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ახლა შესანიშნავად თამაშობენ. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ.
ჩავი
ხვალ დიდებული თამაში გველის. ეს შესანიშნავი წყვილია. ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.
ტენ ჰაგმა “მანჩესტერი” შეცვალა. ეს ძალიან ძლიერი, ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია. მათ შეუძლიათ, მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვირთულონ. ეს ევროპული ტურნირია და გვინდა დავამტკიცოთ, რომ კვლავ მაღალ დონეზე ვიმყოფებით.
ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაა, ვინაიდან ჩვენ ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ, მაგრამ თუმცა დონე ძალიან მაღალია.
თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ამ დაპირისპირების ბედი “ოლდ ტრაფორდზე” გადაწყდება.
უკან ვერ დავბრუნდებით. ჩემპიონთა ლიგის დონეზე არ ვიყავით, ახლა კი დროა, ევროპა ლიგაზე თამაშზე ვიფიქროთ. “ბარსაში” ყოფნა ყოველდღიური გამოცდაა, აქ ყოველთვის დიდ ზეწოლას განიცდი.
რაშფორდი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ის სწრაფია და ერთი-ერთზე კარგად თამაშობს. მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
დე იონგი ჩემთან ძალიან გულწრფელი იყო. მას “ბარსაში” დარჩენა სურდა. ფრენკი ძალიან კარგ ფორმაშია. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
ტენ ჰაგი დიდებული მწვრთნელია. “მანჩესტერში” არსებული სიტუაციის შემობრუნება მარტივი არ იყო, თუმცა, ვფიქრობ, ის ამას წარმატებით ახერხებს. ის შემტევი სტილის, სამაგალითო მწვრთნელია.
არაუხო ნამდვილი ლიდერია. ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური თვისებების გარდა, ის საკუთარ ხასიათს მთელ დაცვას გადასცემს. მას შეუძლია, კლუბში ეპოქა შექმნას.




რა ოლდ ტრაფორდი, ხვალვე სოლიდური თამაში გვინდა. ბოლოს ეგრე რო მოვიტოვეთ საქმე და აინტრახტს ბოლომდე არ მივაწექით 1-1ზე (10 კაცით იყვნენ დაჟე), კი ჩამოვიდნენ და დაგვახიეს თავზე ბურთი. ასე რომ, ხვალვე მოსაგებია მინიმუმ 2 ბურთით
ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაა, ვინაიდან ჩვენ ევროპა ლიგაზე ვასპარეზობთ, მაგრამ თუმცა დონე ძალიან მაღალია.
გადახედე ვინ თამაშობს დღეს ლიგაზე (ბრიუგე-ბენფიკა) და მერე თქვი რო ხვალინდელი დაპირისპირება ამაზე ნაკლებ საინტერესო იქნება და უფრო დაბალი დონის.
100 % ხარ ჩავი.არაუხოზე მომეწონა კარგად თქვა.