workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “სევილიასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“სევილია”, რთულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, ძალიან ძლიერი მეტოქეა. გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც დაცვით ასპექტზე ბევრს მუშაობს. 
ოთხნახევარმცველიანი სისტემა არა მეტოქეზე, არამედ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ისინი ბურთის დაკარგვის შემდეგ. ჩვენ ორი გარემარბითაც ძალიან კარგი შეხვედრები ჩავატარეთ.
ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი და გავი ბურთს იშვიათად კარგავენ, შესაბამისად ოთხნახევარმცველიან სისტემაში ცოტა კონტრშეტევას ვიღებთ.
ბუსკეტსი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ჩვენ მას პატივს ვცემთ.
პაბლო ტორე სარეზერვო გუნდში თამაშობს, რადგან მას სათამაშო დრო სჭირდება.
ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მშვიდად იყვნენ. ჩვენ “ბარსა” ვართ და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ ვარჯიშზეც კი ბოლომდე ვიხარჯებით, ეს მნიშვნელოვანია. გუნდი სწორ გზაზე დგას.
დემბელე 1-1-ზე თამაშისას საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს, როგორიცაა ფატი, რაფინია, ტორესი.
ჩემთვის დე იონგი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მას დიდი პოტენციალი აქვს.
ექიმებმა მითხრეს, რომ ბალდე მატჩისთვის კარგად იქნება.
“ჩელსის” დანახარჯი? თუ ისინი ამას აკეთებენ, იმას ნიშნავს, რომ ეს შეუძლიათ. პრემიერ ლიგის წესებს არ ვიცნობ. მე ჩვენს სიტუაციაზე ვფიქრობ.
ვფიქრობ, “რეალ მადრიდი” კვლავ ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ 5 ქულით ჩამოგვრჩება.
კუნდეს ბუნებრივი პოზიცია ცენტრალური მცველია, მაგრამ ის მარჯვენა მცველის პოზიციასაც კარგად მოერგო.
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრაცია დაგვაკლდა, მაგრამ ჩვენ ტრავმებმაც ძალიან შეგვაწუხა. ასეა თუ ისე, ეს გასამართლებელი მიზეზი არაა.
ლა ლიგაში 100 ქულის აღებაზე არ ვფიქრობ, მხოლოდ გამარჯვება მაღელვებს, თუნდაც ეს 70 ქულით შევძლოთ.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 05 თებ 2023, 16:48
    #3

    ციტატა: Magician
    "სევილია" კამპ-ნოუზე უხერხული მეტოქე არასდროს ყოფილა. მათი ფორმის გათვალისწინებით, უნდა მოვიგოთ. უბრალოდ, დემბელეს არყოფნა, იმედია, დიდად არ შეგვეტყობა.


    მეც ეგრე ვფიქრობ, ვისაც არ ეზარებოდა ყველამ მოუგო და რაღა ჩვენთან დადებს თავს.

  • Magician
    schedule 05 თებ 2023, 10:55
    #2

    "სევილია" კამპ-ნოუზე უხერხული მეტოქე არასდროს ყოფილა. მათი ფორმის გათვალისწინებით, უნდა მოვიგოთ. უბრალოდ, დემბელეს არყოფნა, იმედია, დიდად არ შეგვეტყობა.

  • Tamo
    schedule 04 თებ 2023, 17:04
    #1

    ეს პაბლო ტორე უმაგრესი ბავშვია,ზე ტექნიკურია და ამ სეზონში თუ ვერ რისკავს იქითა სეზონიდან როგორმე უნდა მოარგოს ჩავიმ ბარსას და სკამზე არ დაალპოს თორე განიავდება მაგის ნიჭი…ტიპი შეტევაშიც საოცრებაა ლევანას გარდა მემგონი ყველა შემტევს სჯობს ჩვენთან