ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი წრე დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში “ბარსელონამ” 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მადრიდულმა გამოცემა Marca-მ ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც 5 “ბარსელონელი” მოხვდა.
თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი (ბარსელონა); არნაუ მარტინესი (ჟირონა), არაუხო (ბარსელონა), მილიტაო (რეალ მადრიდი), ფრან გარსია (რაიო ვალიეკანო); გრიზმანი (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), ჩუამენი (რეალ მადრიდი), გავი (ბარსელონა); ხოსელუ (ესპანიოლი), ლევანდოვსკი (ბარსელონა).
ცუდად ღადაობ…
ყველა ჩვენთან რატო შტერდება გრიზმანმა ჯერ რა მსოფლიო დადო და ატკეტიკოში რაც დაბრუნდა ბევრად კაია ვიდრე ჩვენთან
ამათგანაც არნაუ მალე ჩვენი გახდება, გრიზიც ჩვენია ფაქტიურად 😀 ისე გრიზმანზე კარგი სეზონი დემბელეს აქვს. ბენზემას ტრავმებმა უქნა თორე რა უნდა ხოსელუს, მაგას ბორხა იგლესიასიც ჯობს ბევრად.
და რეალიდან 2. სულ უკვირთ ჰალაზე ეს გუნდი როგორ უნდა გვისწრებდეს არც ერთ პოზიციაზე ჩვენი დონის ფეხბურთელები არა ყავთო. და საინტერესოა ეხლა ვიკითხოთ სად არის მსოფლიო დონის მეკარე კურტუა, სად არის ბენზემა, მოდრიჩი, კროოსი, ვინისიუსი, ვალვერდე და კიდევ დანარჩენები ტვინი რო გაბურღეს მაგათი ქებით? თუ სწორედ ქებამ აწყინათ?