workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლამინე იამალთან მოლაპარაკებებს აჩქარებს

ბარსელონა ლამინე იამალთან მოლაპარაკებებს აჩქარებს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ლამინე იამალთან მოლაპარაკებებს აჩქარებს და ფეხბურთელის აგენტ ივან დე ლა პენიასთან კონტაქტს მოუხშირა.

ამავე წყაროს ცნობით, “ბარსაში” სურთ, ლამინეს კონტრაქტი, სულ მცირე, 3 წლით გაუხანგრძლივონ და შესაბამისი გამოსასყიდიც ჩაუწერონ. კლუბი და სამწვრთნელო შტაბი მას ძალიან აფასებენ.

ვინაიდან იამალი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, ჩავი ერნანდესი მასზე თავშეკავებულად საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში ის ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან აქებს და სჯერა, რომ თუ ასე გააგრძელებს, პირველ გუნდში შანსს მალე მიიღებს.

ლამინე იამალი ამჟამად “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდის წევრია და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Maestro 6
    schedule 03 თებ 2023, 20:02

    ციტატა: nika 54
    მოკლედ ტალანტების ცვენაა ბარსელონაში, როდის ჩადგებიან უკვე ძირითადში რო 2008/9 წლების სეზონები თავიდან დაიწყოს
    და ათწლედი განმეორდეს.


    რაც მაგ წლებში მოხდა ეგეთ რამე ალბათ არასდროს არ მოხდება, არც უნდა გვქონდეს მაგისი ილოზია რომ პეპის ბარსა რა დონეზეც იყო, ეგეთი წლები განმეორდბა, აი ეგ იყო რაღაც რაც 100 წელიწადში 1 ხელ ხდება,მაგხელა დონე არამგონია საერთოდ რომელიმე გუნდმა მიაღწიოს, ხოდა მაგხელაზე არ უნდა გვქონდეს თამასა

  • Rick Sanchez
    schedule 03 თებ 2023, 18:39

    ძაან ნუ გაათავხედებენ

  • რაპინია
    schedule 03 თებ 2023, 16:32

    იმედია მეორე მორიბა არ იქნება

  • nika 54
    schedule 03 თებ 2023, 13:54

    მოკლედ ტალანტების ცვენაა ბარსელონაში, როდის ჩადგებიან უკვე ძირითადში რო 2008/9 წლების სეზონები თავიდან დაიწყოს
    და ათწლედი განმეორდეს.