
ყველაზე მეტი ფეხბურთელი “ბარსადან” წარმოდგენილია ესპანეთის ნაკრებში. “ფურია როხამ” დღეს ნეიტრალურ სტადიონზე გამართა მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე, ანგარიშით 3-2. “ბარსელონადან” ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ამ მატჩში ვიქტორ ვალდესის გარდა. ხერარდ პიკემ, კარლეს პუიოლმა, ჩავი ერნანდესმა, სერხი ბუსკეტსმა, ანდრეს ინიესამ და დავიდ ვილიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.
მოვლენები ძალზე დრამატულად ვითარდებოდა. ანგარიში, ყველასთვის მოულოდნელად, საუდის არაბეთმა გახსნა. ანგარიშის გათანაბრება შეძლეს ესპანელებმა ეს დავიდ ვილიამ მოახერხა, ხოლო ფურია–როხას დაწინაურება ჩაბი ალონსომ შეძლო. საუდის არაბეთმა კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა ყველას და ანგარიშის გათანაბრება შეძლო. შეცვლაზე შემოსულმა ლიორენტემ ესპანელებს გამარჯვება მოუტანა. მატჩი ბოლომდე დაასრულეს ხერარდ პიკემ და სერხი ბუსკეტსმა, ხოლო პედრო როდრიგესი მატჩში მე–60 წუთზე ჩაერთო.
წყარო: eurosport.com