workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეპაის ვარჯიშის გაცდენის უფლება ჰქონდა, მაგრამ ჩავი ამ ტრანსფერით გაკვირვებულია

დეპაის ვარჯიშის გაცდენის უფლება ჰქონდა, მაგრამ ჩავი ამ ტრანსფერით გაკვირვებულია

ფერან კორეასის ცნობით, მემფის დეპაის ვარჯიში თავისი სურვილით არ გაუცდენია – მას კლუბისგან ნებართვა ჰქონდა.

“ბარსელონამ” და მადრიდის “ატლეტიკომ” ამ დილით ნიდერლანდელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის გამოც ფეხბურთელს სესიაზე არყოფნის უფლება ჰქონდა.

ხავი მიგელის ცნობით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩავი ერნანდესი აღნიშნული ტრანსფერით მაინც გაკვირვებულია – მწვრთნელი ფიქრობდა, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის დისკვალიფიკაციის ფონზე, დეპაი გუნდს მინიმუმ 29 იანვრამდე არ დატოვებდა.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, მემფისი უკვე მადრიდში მიემგზავრება. ფეხბურთელს სურს, ახალი გუნდის დინამიკას რაც შეიძლება მალე მოერგოს. “ბარსა” მის სანაცვლოდ €3 მილიონს მიიღებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 20 იან 2023, 03:14

    გააძლიერეთ მეტოქე გუნდი, თანაც კაპიკებში. აქეთ ამაზე უარესს მოიყვანენ სამმაგ ფასში.

  • nika 54
    schedule 19 იან 2023, 14:12

    ეხლა ეს გახდება ატლეტიკოს ვარსკვლავი და ჩვენთან გაიგიჟებს ხოლმე თავს. ვერ ვისწავლეთ ჭკუა მოკლედ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 18 იან 2023, 21:50

    Au laporta shen dedas vtxare me amas 3 milionad ro adzlev tan atletikos,sxvas mieci da vafshe ufasod shen gamchens shevtene,ar datanxmdeba da daakvercxe skamze. Tfu tqveni

  • Don_Andresito
    schedule 18 იან 2023, 21:46

    სერესომ მესამედ მისცა სახეში ლაპორტას. ბართომეუს 7 ჯერ ალბათ. გრიზმანის ქეისის მერე სამარცხვინო იყო რაც გააკეთეს