ჩავის იანვარში ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება არ უნდა

ჩავის იანვარში ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება არ უნდა

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” მხრიდან აქტიურობა მოსალოდნელი არაა. ეს უკვე აშკარაა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ბლაუგრანა” ზაფხულში არავის დაიმატებს.

ვრცელდება ცნობები გუნდიდან შესაძლო წამსვლელების შესახებ. საუბარია მემფის დეპაისა და ექტორ ბელერინზე. ნიდერლანდელი შემტევით “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” ინტერესდებიან, ესპანელი მარჯვენა მცველით კი – “ბეტისი”.

Cadena SER-ის ცნობით “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს არ სურს, გუნდი ვინმემ დატოვოს, თუ კლუბი მისი შემცვლელის მოყვანას ვერ შეძლებს.

იმავე წყაროს ცნობით იანვარში ფეხბურთელების გაშვების დიდი სურვილი არც ხელმძღვანელობას აქვს. ბელერინის წასვლით “ბარსა” ფინანსურად ვერ იხეირებს, დეპაის წასვლით კი სახელფასო ხარჯი შემცირდება, მაგრამ კლუბს ნიდერლანდელის გაშვება სპორტული მიზეზებით არ სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 11 იან 2023, 13:21

    რა თქმა უნდა არავის დამატება არ გვინდა, ბარსას ევროპაში უძლიერესი შემადგენლობა ყავს. barca-5 barca-5 barca-5

  • Futbol Club Barcelona
    schedule 11 იან 2023, 11:51

    Ბუსკეტსი არის ფეხბურთელი, რომელმაც პირადად განაპირობა ბარსელონას და ესპანეთის ჩავარდნა ბოლო 7-8 წელიწადში. Ბუსკეტსი არის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელი, ბარსელონას მოუშორებელი ჭირი, რომელმაც წლები დააკარგვინა გუნდს, ის რომ გუნდს 5 ჩემპიონთა ლიგა აქვს და არა 8 პირადად ბუსკეტსის და მერე ბარსელონას ხელმძღვანელობების დამსახურებაა. Წლის ბოლოს როცა ბუსნელი წავა ერთიორად გაძლიერდება გუნდი და იხილავთ ერთიორად ძლიერ გუნდს. Ჩაციც გასაშვებია თუ ჭკუას არ ისწავლის.

    Ჩავი არის ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი. Ბაიერნთან და მსგავს გუნდებთან გუნდს აქვს რესურსი და შეგვეძლო ბურთი თავზე გადაგვეხია სწორი შემადგენლიბის პირობებში.

    ———–Ტერ შტეგენი
    —–Კუნდე-არაუხო-კრისტენსენი
    Გავი-კესიე-დე იონგი-პედრი-ბალდე
    ———Ლევანდოვსკი-ფატი

    Აი როგორ უნდა ითამაშო ბაიერნის მსგავს ძაღლ გუნდებთან