“ბარსელონას” იანვარში თამაში 3 ტურნირზე მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ გუნდს არცისე რთული მატჩები ელის, რადგან ერთადერთი ძლიერი მეტოქე, რომლის ვინაობაც უკვე ვიცით, “ატლეტიკოა”, თუმცა შეხვედრების უმრავლესობა გასვლაზე გვიწევს და კალენდარი საკმაოდ დატვირთულია.
გთავაზობთ მიმდინარე თვის სრულ განრიგს:
- 4 იანვარი, კოპა დელ რეი, ინტერსიტი ✈️
- 8 იანვარი, ლა ლიგა, ატლეტიკო ✈️
- 12 იანვარი, ესპანეთის სუპერთასი, ბეტისი (ნეიტრალური სტადიონი)
- 15 იანვარი, ესპანეთის სუპერთასი (სავარაუდო ფინალი)
- 18 იანვარი, კოპა დელ რეი (სავარაუდო მერვედფინალი)
- 22 იანვარი, ლა ლიგა, ხეტაფე 🏠
- 25 იანვარი, კოპა დელ რეი (სავარაუდო მეოთხედფინალი)
- 29 იანვარი, ლა ლიგა, ჟირონა ✈️
არ ვიტყვი, რომ ბარსას ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ საერთაშორისო მატჩების ფავორიტია, მაგრამ ამ შემადგენლობით, თავისუფლად შეუძლიათ იანვრის კალენდარული მატჩები წარმატებით დაასრულონ. ესპანიოლთან აიღეს და დათმეს მოგებული მატჩი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩავიმ მისცა შესაძლებლობა უნიათო მეორე ტაიმი ჩაეტარებინათ. არ არსებობს გუნდში მებრძოლი სული, მატჩის დაწყების წინ სახეებზე ეტყობათ, რომ გუნდს აგრესია და გამარჯვებისკენ მისწრაფება არ გააჩნია, ისეთი ბუნჩულა სახეები აქვთ, როგოც გოგლი-მოგლზე გაზრდილ დედას ბიჭებს. ძლიერი შემოლაწუნება სჭირდებათ და თანაც სისტემატიურად. იმედი ვიქონიოთ ატლეტიკოსთან იბძოლებენ და მოიგებენ. დანარჩენი გუნდები დღევანდელი ბარსას კატეგორიისაა და თუ ბეტისს მოუგეს, ეგერ იქნება რეალი და სუპერ თასის ფინალი და აშკარად დავინახავთ რისი მაქნისია ბარსა ამ სეზონში. როდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს უნიათობა და მუდმივად წაგების ვიღაცაზე და რაღაცაზე დაბრალება. თუ იანვარსაც ჩასვრიან, არა მგონია რომ ამ სეზონში რაიმე ტიტული დავინახოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ რეალი ზაფხულში ძალიან დიდი ფულის დახარჯვას და სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს, როდესაც ბარსას ტრანსფერებს სახარბიელო პირი არ უჩანს.. და კიდევ ერთხელ-იმედი ვიქონიოთ…
და სამუდამოდ მოკვეთონ ლაოსი ფეხბურთიდან როგორც ყოველთვის ბარსას საწინააღმდეგოდ მიკერძოებული ნაძირალა ტიპი? მსაჯს ვერც დაარქმევ! განიხილონ მისი მსაჯობით ბარსას თამაშები!!!!
უსაზიზღრესი სიფათია!_
ერთი გაიგდონ გამწარებულმა ფანებმა წიხლქვეშ..
ესპანიოლთანაც ვეღარ ვიგებთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს.