“ბარსელონა” შაბათს ლა ლიგაში ასპარეზობას განაახლებს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კატალონიური კლუბი პირველ შეხვედრას 31 დეკემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართავს.
მანამდე კი გთავაზობთ 4 გადაწყვეტილებას, რომელიც ჩავი ერნანდესმა კატალონიურ დერბიმდე უნდა მიიღოს:
ლევანდოვსკის შემცვლელი
პოლონელი 3 მატჩს გამოტოვებს. დიდი ალბათობით, მისი შეცვლის ყველაზე დიდი შანსი ანსუ ფატის ექნება. კიდევ ერთი ვარიანტი ფერან ტორესია, ისევე, როგორც მემფის დეპაი.
კუნდე სასტარტოში?
ფრანგი ვარჯიშს დღეს დაუბრუნდა და ჯერ არ ვიცით, “ესპანიოლთან” სათამაშოდ მზად იქნება თუ არა. მუნდიალის დასრულების შემდეგ ის შვებულების გასატარებლად ლოს ანჯელესში იმყოფებოდა.
ნაკლებად სავარაუდოა, კუნდე ძირითადად შემადგენლობაში ვიხილოთ. თანაც, მარჯვენა ფლანგზე ჩავის ექტორ ბელერინი და სერჟი რობერტო ჰყავს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ.
არაუხოს ფიტნესი
არაუხო სექტემბერში დაზიანდა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. დიდი ალბათობით, ის კატალონიურ დერბიში სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იქნება. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ჩავი ერიკ გარსია-კრისტენსენის დუეტს ენდობა. თუმცა არაუხოს შემთხვევაში არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
მარცხენა მცველები
ჩავის ბალდე, ალონსო და ჟორდი ალბა ჰყავს. პირველმა ორმა სეზონის პირველ ნახევარში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ალბას შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. საბოლოო გადაწყვეტილება ჩავიმ უნდა მიიღოს.
შესაძლოა, “ესპანიოლის” წინააღმდეგ შემდეგი თერთმეტეული გავიდეს: ტერ შტეგენი; რობერტო, გარსია, კრისტენსენი, ბალდე; გავი, ბუსკეტსი, პედრი; დემბელე, ფატი, ტორესი.
ჩავიმ რაც უნდა ქნას, მაგრამ ეს თამაში ქულების დაკარგი არ არის. მერე უფრო რთული 2 თამაშია.
გუნდი ვერ მიდის წინ სამწუხაროდ. ან ვიღაცა იტრავმება ან ფორმიდანაა ამოგდებული. ლევენაც გამოგვაკლდა 3 მატჩით. მაგ 3 თამაშმა შეიძლება ტიტული დაგვაკარგინოს. ატლესთან ფრე მაინც უნდა გააგორონ მინიმუმ.
რატომ უნდა ვუყურო მთელი წელი დემბელეს და ფერან ტორესის ფაფხურს არ მესმის… ამ მსოფლიოს მერე ვინც ფიქრობს, რომ დემბელე გუნდს ტიტულებს მოაგებინებს წკეპლით უნდა ცემო!!! ან რა რაფინიას დამატება, მაშინ როცა შეიძლებოდა ალვარესი გეყიდა… ძაან ჩაგრავენ არგენტინელებს და არ ყიდულობენ გუნდში, ბრაზილიელების იმედი უფრო აქვთ და ფრანგების და ეს მაშინ, როცა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ, რომ არგენტინელი ყავდათ კლუბში. ენცო და ალვარესი მოიყვანეთ !!!
რა ბუსკეტსი ბიჭო რა ბუსკეტსი ! -1 კაცი გვინდა მოედანზე
ზუსტად ისეთ ნაჯახებთან ვთამაშობთ ცენტრში დე იონგი/კესიე და გავი ათამაშოს მაგ ნაჯახებთან
შტეგენი
ბალდე-კრისტენსენი-გარსია-ალბა
დე იონგი
პედრი-გავი
რაფინია-ფატი-დემბელე
არაუხო და კუნდე არ უნდა გარისკონ, ესპანიოლი ჯერ ხო ნაჯახო გუნდია და თან ისეთი #როჭები არიან რომ ძალით დაგვიტრამვავენ ვინმეს, ხოდა ჯობს არ გარისკონ, ასევე ტორესი ფორვარდად არ დამანახონ თორემ გამისკდება გული
გაგვიმართლა რომ ურუგუაი ჯგუფში ჩარჩა თორემ არაუხოსთვის გამომშვიდობება მოგვიწევდა, ტიპი მზად არ იყო და ისე წაიყვანეს, მერე შეტენიდნენ ბრაზილიასთან და აიკიდებდა უარეს ტრამვას, არ იყო ბოლომდე მზად და რავი არამგონია აქ გარისკონ
არ მესმის არაუხო მსოფლიოზე წაიყვანეს და მაგის მერე ერთი თვე გავიდა და მზად კიდე არაა?ვერაფერი გავიგე.