”ვალენსიას” ერთ-ერთი ბომბარდირი, რობერტო სოლდადო, გუნდს ”ბარსასთან” შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ეს ინფორმაცია 2 დღის წინ გახდა ცნობილი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ესპანეთის ბომბარდირთა სიაში ის პირველ ადგილზეა. ასევე პირველ ადგილზეა ლიონელ ანდრეს მესი. ის და სოლდადო მოწინავე ადგილებს იყოფენ. ორივეს ანგარიშზე ხუთ-ხუთი გოლია.
პროგრესი
მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ სოლდადოსთვის, მაგრამ მისი თამაში ”მესტიალზე გამორიცხულია. ეს თამაში ესპანეთში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან, როგორც მოგახსენეთ ამ ორ გუნდში ესპანეთის ორი ბომბარდირია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ”ვალენსია” ამ დროისთვის 9 ქულით უდგას ცხრილს სათავეში, ხოლო ”ბარსა” კი ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება, 7 ქულით.