დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იწყება და კიდევ ორი 1/8-ფინალისტი გვეცოდინება.
ბარსელონელების გუნდებიდან დღეს ორი ითამაშებს.
19:00 საათზე მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდების ნაკრები მასპინძელ, უმოტივაციო კატარს დაუპირისპირდება, ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს სენეგალი და ეკვადორი შეხვდებიან.
A ჯგუფში საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. პირველო ორ ადგილზე მყოფ ნიდერლანდებსა და ეკვადორს ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ და ამ მომენტისთვის ნიდერლანდები წინ ნაკლები ყვითელი ბარათის მიღების გამოა. თუ ბოლო ტურში ორივე ამ გუნდმა ერთმანეთის იდენტური შედეგი დააფიქსირა, პირველ ადგილზე ის გავა, ვისაც ნაკლები ბარათი ექნება მიღებული, რა თქმა უნდა, თუ ორივემ არ წააგო. თუ ორივე თამაში ფრედ დასრულდება, პირველ ადგილზე ის გავა, ვინც უფრო შედეგიან ფრეს დააფიქსირებს. მაგალითად თუ ნიდერლანდებმა 1-1 ითამაშა და ეკვადორმა 2-2, პირველზე ეკვადორი გავა. თუ ორივემ მოიგო, ჯგუფში პირველ ადგილს ის გუნდი დაიკავებს, რომელიც მეტი სხვაობით მოიგებს, ხოლო ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, ვინც მეტ გოლს გაიტანს.
ნებისმიერ შემთხვევაში ნიდერლანდებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნის.
23:00 საათზე “მილანში” განათხოვრებული სერჟინიო დესტის ამერიკა ირანს დაუპირისპირდება. ამერიკელთა საქმე მარტივადაა – ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაში უნდა მოიგონ და ჯგუფიდან გავლენ.
![ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [29 ნოემბერი]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2022/11/1669711317_de-iongi-depai.webp)



ამერიკელთა საქმე მარტივადაა – ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებაში უნდა მოიგონ და ჯგუფიდან გავლენ.
და გავიდნენ კიდეც.