“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი და არცთუ ისე წარმატებული მწვრთნელი, რონალდ კუმანი მემფის დეპაიზე საუბრობს:
მემფისთან კონტაქტი ხშირად მაქვს და ბარსელონაში ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ის დიდებული ადამიანი და პროფესიონალია. ნიდერლანდელი ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ საუკეთესო ფორმაში იყოს.
როცა მემფისი ახალგაზრდა იყო, მასზე არცისე სასიამოვნო კომენტარი გავაკეთე, რასაც ახლა ვიხსენებთ და ვიცინით. მაშინ დეპაის არ ვიცნობდი და ნაკრებში თამაშის ნახვის შემდეგ დამოკიდებულება დავუწუნე.
მემფისთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, ის რა კარგი ბიჭია – ამას კიდევ უფრო კარგად მაშინ მივხვდი, როცა მას ნიდერლანდების ნაკრებში, შემდეგ კი “ბარსელონაში” ვწვრთნიდი.



რაც შენა ხარ ეგეც ისაა.