workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
პატარა “ფანები”

პატარა “ფანები”

  ვინც ერთხელ მაინც არის ბარსელონაში ნამყოფი დამეთანხმება, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საკუთარ აივნებზე “ბარსელონას” დროშები აქვთ გადმოფენილი. ქუჩაში მოსიარულეთა დიდი ნაწილი “ლურჯ–ბროწეულისფერ” ფორმებშია გამოწყობილი და უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი საკუთარ ძაღლებსაც კი “ბარსას” ფორმით მოსავს.

 

“ბარსელონა” – ეს ცხოვრების წესია. კლუბის ოფიციალური მაღაზიები, რომლებიც მრავლადაა ქალაქში, დიდი თუ პატარა “ბუტიკები” სავსეა “ლურჯ–ბროწეულისფერი” ნივთებით: დაწყებული გუნდის ოფიციალური ფორმით, დამთავრებული “ბარსელონას” ლოგოთი დამშვენებული შიდა საცვლებით.

 

განსაკუთრებით სახალისოა “ბარსას” ფორმები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ბავშებისთვისაა შეკერილი: პატარა მაისურები, შორტები და გამაშები ერთად ნაკრებში. გულშემატკივრები თავიანთ პატარებს ბავშვობიდან ასწავლიან “ბარსელონას” სიყვარულს. ცნობილმა ესპანურმა პორტალმა Sport.es შეაგროვა სახალისო ფოტოები. გთავაზობთ მინი კოლაჟს:

 

 

 

 

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward