workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მემფის დეპაითა და რაფინიათი უკმაყოფილოა

ბარსელონა მემფის დეპაითა და რაფინიათი უკმაყოფილოა

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონაში” მემფის დეპაითა და რაფინიათი უკმაყოფილონი არიან.

კატალონიური პრესის ცნობით, “ბარსაში”, ბრაზილიელი გარემარბის ფორმის დაკარგვა არ მოსწონთ – მას წელს ჩემპიონთა ლიგაზე არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია. ჩავი ერნანდესი მას სასტარტო შემადგენლობის წევრად აღარ განიხილავს. 

რაც შეეხება მემფისს – კლუბი ფიქრობს, რომ ნიდერლანდელი მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო დარდობს, ვიდრე “ბარსელონაზე”. ადრე გავრცელებული ცნობებით, “ბარსა” მზადაა, დეპაი იანვარშივე გაყიდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • nikusha
    schedule 29 ოქტ 2022, 14:06

    დეპაი კუმანის დროს ფრინავდა ჩავის ტაქტიკას ვერ გაუგო და ვერ აუღო ალღო აშკარად კუმანის პერიოდშI კარგად და იდეალურად თამაშOბდა იმის ფეხბურთელი იყო მოკლედ

  • Giorgi99
    schedule 29 ოქტ 2022, 12:17

    რაფინიას მოყვანას , დი მარია უფასოდ ელოდებოდა გამზადებული, ასევე ლუკი დე იონგი და ობემაიანგი დაეტოვებინათ. ერთი 2 წელი თავისუფლად ითამაშებდნენ. ეგ ფული რაც გადაყარეს დაცვასთვის მიეხედათ და ბუსკეტსის შემცვლელი ენახათ ბევრად ჯობდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 ოქტ 2022, 11:38

    რაფინია გასაგებია მაგრამ დეპაიმ რაც ითამაშა ცუდი არ ყოფილა და აცადონ აუცილებლად, აი რაფინიან მე მოვიშორებდი და მუდრიკს დავითრევდი

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2022, 11:25

    რა ჭირს ამ რაფინიას, პირველი თამაშები კარგად ჩაატარა და მერე რა ეცა. ტან რონალდინიოს პროტეჟეა არცხვენს იმის სახელს.

  • Clever liar
    schedule 29 ოქტ 2022, 11:01

    ეს სარსათხრელი დეპაი ასეთი ფეხბურთელი იყო კარიერის პირველივე დღიდან, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა, მაშინ არ გყავდა ან ხასიათით ან ფიზიკურად. ამას არ დაყრდნობია არც მანჩესტერის ზამენა და არც ლიონის სტაფი, მხოლოდ ბარსელონაში გადაწყვიტეს გუნდის შენება მემფისით :)) თუმცა რა კლუბშიც მოიყვანეს იმის შესაფერად კი ითამაშა პირველი 3 მატჩი ვერ დაუკარგავ, რას ერჩი..
    აი რაფინიაში ვინც ბარსელონას დეენემ დაინახა იმას ჩააჯვა მემფის დეპაიმ თვალში..

  • JustBarcaLover
    schedule 29 ოქტ 2022, 10:35

    დეპაიში ფული მაინც არ გადაგვიხდია და კი ითამაშა ორი კაპეკის დონეზე :დდ

  • Truxilio
    schedule 29 ოქტ 2022, 09:16

    კაცისგან რომელსაც მთელიი ზაფხული უფასოდ აგდებდენ და სათანადო გუნდი მიანც ვერ მოუნახეს მაგაისგან თვდადება ცოტაა როთული მოსათხოვნია

    რაფინია ფერანი და ა.შ გადაყარეს ფული

  • ROUCH
    schedule 29 ოქტ 2022, 06:36

    დეკუს რო შევთხარეი შემოგვტენა თავისი
    ჭ კლასის კლიენტი. განა თქვა არ გინდათ არაა იმ დონისაო ქებით ძირი აგდებინა

  • datio
    schedule 29 ოქტ 2022, 04:54

    რაფინიას მოყვანა არის უდიდესი შეცდომა. რომ არა ეს, ობამეიანგი გუნდში დარჩებოდა!
    ობამეიანგი იყო ის ჯოკერი რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაგვიყვანა.

  • vitorborbafereira
    schedule 29 ოქტ 2022, 03:35

    დეპაის ნომერი დაახიეს მერე წიხლით აგდებდნენ გუნდიდან და ვერ გამოუვიდათ, ამ ყველაფრის შემდეგ რა თავდადებას სთხოვენ დაუდგენელია

    რაფინიას რაც შეეხება ამაზე მაღალი დონე როდოს ითამაშა მაჩვენოს ვინმემ და ბაზ არაა,

    რას მოელოდნენ ჩემპიონშიპში მორბენალი სტრიქონისგან რომ ლა ლიგაში ყველა თამაშში შეაგდებდა?
    კარგით რა ხალხო, ზოგჯერ მგონია რომ ყველას ვინც ბარსას ქომაგია მინიმუმ 10 წელია მაგათზე ბევრად სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს

    ხავუმ მოიყვანა რაფინია, რობერტოს დარჩენა მოითხოვა, ასევე პიკე და ბუსკეტსი, გარსიაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ეხლა რას ვხედავთ ამათგან არცერთი აღარ არის ძირითადის კაცი

    ერთია თამაშობდე და დირიჟორობდე მოედანზე, მაგრამ მენეჯერობა გაცილებით მრავალფუნქციურუ ამბავია ხავის კი ძალიან ბევრი კომპონენტი აკლია რომ ტოპ გახდეს

  • M10 S9 D11
    schedule 29 ოქტ 2022, 01:50

    რაფინიაზე მე თავის დროზე ვიძახდი ბარსას დონის არაათქო 65 მილიონიანი შლანგი შევიტენეთ ტორესთან ერთად

  • El pistolero 9
    schedule 29 ოქტ 2022, 01:48

    ობამეიანგი არ უნდა გაგვეშვა!!!

  • DesmondHume
    schedule 29 ოქტ 2022, 00:53

    დეპაის დაბრუნება მაინც აცადეთ, ტრავმამდე ძაან საკაიფო ფორმაში იყო :დდდდდ და მე თუ მკითხავ ლევანდოვსკის მერე ყველაზე მოტივირებული ეგ კაცი ჩანდა შეტევაში 6 თავდამსხმელიდან

  • C.PC5
    schedule 29 ოქტ 2022, 00:43

    რაფინია გასაგებია მარა დეპაის რაც არ უთამაშია რანაირად აფასებენ😂