გულშემატკივრების ბრწყინვალე ქომაგობის გარდა, ერთადერთი პოზიტივი, რომელიც “ბაიერნთან” მატჩში ვიხილეთ, ალეხანდრო ბალდეს კარგი თამაში იყო.
ჩავი ერნანდესმა როგორც ფანები, ისევე ბალდე ძალიან შეაქო. ხავი მიგელის ცნობით, მატჩის შემდეგ ჩავიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს შესანიშნავი პერფორმანსი მიულოცა.
წყაროს ცნობით, ამჟამად, მარცხენა მცველის პოზიციაზე, ბალდე მწვრთნელის ნომერ პირველი არჩევანია, მის შემდეგ კი ჟორდი ალბა და მარკოს ალონსო მოდიან. ალეხანდრო მუდამ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება, რადგან ჩავი მას დაასვენებს ხოლმე, თუმცა, მნიშვნელოვან შეხვედრებში ყოველთვის ძირითადიდან ითამაშებს.
ბალდეს სწრაფი პროგრესი ნამდვილად შესამჩნევია. შესაძლოა, იგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადშიც მოხვდეს.




ბალდე მაგარი ტალანტია აღმოჩენაა წლის
მაგას ეტყობოდა რო პრაქტიკა აკლდა, მაგრამ სანამ ალბა და ალონსო სულ არ მიჩმორდნენ ჩავიმ ამას არ აღირსა ორი თამაში გადაბმულად ძირითადში. ამბობენ გუნდს ვაახალგაზრდავებთო, ამისთვის თურმე მესიც გაწირეს და პიკეს და ალბას გაწირვა რატო არ უნდათ. ან რაღა საპენსიო ასაკის ფეხბურთელები მოყავთ რომლებიც მერე ვერ ამართლებენ. და ეს ლევანდოვსკის ნამდვილად არ ეხება.
ხოდა მაშინ ახსნას ჩავიმ , რატომ არ დააყენა არცერთხელ ბალდე ინტერტან და ბაიერნთან პირველ თამაშში და გვაყურებინა ალონსოს სიდებილეს ? ხო შეიძლება ჯგუფი დაგვეძლია კიდევაც და ამაზე თუ იღებს პასუხისმგებლობას თუ გაშვების შიშის გამო , ეხლა სხვა გზა აღარ აქვს ? მასეა , როცა კრიტიკაზე გამოხტებიან ხოლმე და მწვრთნელზე მეტი გეზმითო ირონიულად კითხვას სვამენ , ეხლა რა ვქნათ , თურმე შეიძლება ჩვეულებრივ გულშემატკივარსაც ესმოდეს მწვრთნელზე მეტი , რომელთა უმეტესომა საშინლად ჯიუტია და ერთხელ მის მიერ გაკეთებულ ცვლილებაზე , სანამ ცხვირს არ წაიმტვრევს , მანამდე არ აღიარებს რომ შეცდა . ალონზო არაღ დამანახოთ საერთოდ გუნდში , დაახვევინეთ მაგას და ბელერინს ზამთარშივე , მართლა სამასხარავო ნუ გახადეთ ლეგენდარული კლუბი , ყველას ასაგდები და დასაცინი .
ჩავის მაგრად შეეშალა რო არ ენდობოდა ამას. ახლა უბრალოდ მაგრად თამაშობს და ამ ფაქტს ყველა ხედავს. შარშან კინაღამ ტალიაფიკოს გამო გაუშვეს გუნდიდან და წელსაც იყო ბალდეს გაშვების თემაზე ინფოები. ალონსოც რატო მოიყვანეს ხო? – ამას ვერ ხედავდნენ და ჩავის მინუსია ეგ პირველ რიგში.
კარგი ბიჭია ძალიან, ინტერთან თამაშებში ტყუილად ჩატენა ალონსო ძირითადში