workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩელსისთან გატანილი გოლი ეიფორიის პიკი იყო – თითქოს ცას შევეხე | ანდრეს ინიესტა საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობს

ჩელსისთან გატანილი გოლი ეიფორიის პიკი იყო – თითქოს ცას შევეხე | ანდრეს ინიესტა საკუთარ გამოცდილებებზე საუბრობს

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა საინტერესო თემებზე საუბრობს.

ცხოვრებაზე:

როცა ვიგრძენი, რომ “ბარსასთვის” 200-300%-ით დახარჯვა არ შემეძლო, გუნდი დავტოვე. ამ კლუბისთვის მაქსიმუმზე მეტი უნდა გაიღო.

გადავწყვიტე, მენტალურ მდგომარეობაზე მესაუბრა, რადგან მიჭირდა. ვიცი, რომ საჯარო პირი ვარ, მაგრამ სიმართლე უნდა მეთქვა. არასდროს მიფიქრია, რომ ხალხი გიჟს ან სუსტს დამიძახებდა.

საბოლოოდ, ცხოვრება გასწავლის, რომ დეპრესია და მენტალური პრობლემები შენზე გავლენას ახდენს. საქმე მატერიალურ საკითხებში არაა – შეიძლება, მსოფლიოში არსებული ყველა მანქანა მე მყოლოდა და ყველაფერი მიმეღო, რაც მინდოდა, მაგრამ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება კვლავ მომიწევდა. ტვინი უნდა ავარჯიშო.

თერაპიას ჯერ კიდევ გავდივარ, რადგან სიმშვიდე მჭირდება. მენტალურ პრობლემებსა და დეპრესიაზე პროფესიონალებთან საუბარი მომწონს. საკუთარ თავს ეუბნები: “ეს მე არ ვარ. ეს ჩემი სხეულია, მაგრამ ცხოვრება და ენერგია არ გაქვს.”

როცა დეპრესიას ვებრძოდი, ჩემთვის დღის ყველაზე გასართობი ნაწილი, აბების მიღება და დასაძინებლად წასვლა იყო. სიამოვნებას კარგავ ყველაფრიდან. ჩემს ცოლს ვეხუტებოდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ის უბრალოდ ბალიში იყო. არაფერს გრძნობ.

“ჩელსისთან” გატანილ გოლზე:

“ინიესტასო” დაუვიწყარი იყო – ეიფორიის პიკი. თითქოს ცას შევეხე. ჩემი მაისური თავისით გამძვრა.

პედრიზე:

პედრის “ახალი ინიესტობა” არ უწევს – ის, თავისი მახასიათებლებით, პირველი პედრი უნდა გახდეს. გონსალესი განსხვავებული ფეხბურთელია და ეს, თავისთავად, განსაკუთრებულს ხდის.

პედრი დიდებულია, რადგან ბურთთან ერთად ძალიან მშვიდად გამოიყურება, ბუნებრივად თამაშობს და ზედმეტს არ ფიქრობს. მას ყველაფერი აქვს, რომ “ბარსაში” საკუთარი ერა შექმნას. პედრი მიწაზე მყარად იდგება და მუშაობას გააგრძელებს. 

“ბარსელონას” ამჟამინდელ მდგომარეობაზე:

ვფიქრობ, “ბარსა” დიდებულია: ყველა პოზიციაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი გვყავს.

ჩავიზე:

ჩემი აზრით, ჩავიმ გასულ სეზონში დაშვებული შეცდომები გააანალიზა. ზოგი რამ, რაც მან გააკეთა, სასწაული იყო. პროექტს სრულად ვენდობი და ეჭვები არ მიჩნდება. ჩემპიონატი გრძელია და, რა თქმა უნდა, მისი მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია. 

“ბარსაში” დაბრუნების პერსპექტივაზე:

ერთ დღესაც, “ბარსელონაში” სპორტული დირექტორის ან მწვრთნელის რანგში დავბრუნდებოდი. მაგრამ, მანამდე, უნდა ვისწავლო, რომ ლიცენზია ავიღო.

ინდივიდუალურ ჯილდოებზე:

ამაზე არასდროს მიფიქრია. ერთხელ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და ევროპის ჩემპიონატის საუკეთესოდაც მაღიარეს, მაგრამ ინდივიდუალური პრიზები ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა.

მესიზე:

მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს – ნომერ პირველი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2022, 16:42

    ამის მოგონებები წიგნი გამოდის ეხლა ესპანეთში და ჩემმა შვილმა ესპანეთში მცხოვრებმა მომიყვა ერთი საინტერესო მომენტი იმ წიგნიდან. "რეალთან კლასიკოს წინა ღამეს რონალდინიომ დამირეკა ღამის 3 საათზეო და მითხრა-ო, ანდრეს შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ეხლა რასაც გაგანდობ ვიცი საიდუმლოდ შეინახავო. არსად არ თქვა და სეზონის ბოლოს რეალში გადავდივარო. პასუხი ვერ მოვასწარი ისე გამითიშა ტელეფონიო. მეორე დღეს ბერნაბეუზე გასახდელში რო შევედი ყველა უხალისოდ იყო და და ჩუმად ემზადებოდნენ ხმაც არავის ამოუღიაო. ყველაზე ბოლოს თვითონ რონალდინიო შემოვიდა და სიცილით გვითხრა: გეტყობათ ყველას შეგინახავთ ჩემთვის საიდუმლოო, არსად არ მივდივარ გუშინ ყველას დავურეკე და ერთი და იგივე ტყუილი ვუთხარი წასვლაზე და თან როგორც მეგობარს საიდუმლოს შენახვა ვთხოვეო. დარწმუნებული ვიყავი მაგრამ მაინც მესიამოვნა რო სიტყვა შეასრულეთო. აბა ამისთანა მეგობრებს როგორ შეველევიო". და ინიესტა ამატებს ეს ის კლასიკო იყო როცა ბერნაბეუმ რონალდინიო ტაშით გააცილაო.

  • Footballfan
    schedule 23 ოქტ 2022, 15:15

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: Footballfan

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: Footballfan
    DesmondHume,
    ვახხ რაღა ამ გუნდში ჭირდებათ გამოცდილებამანდამაინც და რეალში რატო არა?


    ზიდანზე თუ აკეთებ აქ აქცენტს, მაგ კაცს ქარიზმა აქვს, და ყველა მწვრთნელი ერთნაირი არაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ჩავის ეგეთი ქარიზმა არ აქვს როგორც ჩანს და ზიდანივით მოტივატორი არაა, მაგრამ იმედი მაქვს სერიოზული ტაქტიკოსი დადგება მალე. იმაზე აღარაფერს ვამბობ ზიდანმა რო აწყობილი საათივით მომუშავე გუნდი ჩაიბარა და ჩავი 0-დან იწყებს გუნდის შენებას უკვე მეორე სეზონია


    რა იყო აწყობილი ბარსელონას ნათრევი გუნდი და ბენიტესის განადგურებული ?


    ზედიზედ სამ ლიგას როცა იგებ აწყობილიც გაქვს შემადგენლობა ესე იგი და გადაწყობილიც


    ჰოდა მაგას ვამბობ ჩემო ძმაო უცბად მოხოდა შემადგენლობა მაშინ ზიდანმა და იმისიც 100 პროცენტი მჯერა რომ ჩავის ადგილას ზიდანი რომ იყოს ჯგუფშივე ვერ აფირთხიალებდნენ ამ გუნდს

  • DesmondHume
    schedule 23 ოქტ 2022, 12:36

    ციტატა: Footballfan

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: Footballfan
    DesmondHume,
    ვახხ რაღა ამ გუნდში ჭირდებათ გამოცდილებამანდამაინც და რეალში რატო არა?


    ზიდანზე თუ აკეთებ აქ აქცენტს, მაგ კაცს ქარიზმა აქვს, და ყველა მწვრთნელი ერთნაირი არაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ჩავის ეგეთი ქარიზმა არ აქვს როგორც ჩანს და ზიდანივით მოტივატორი არაა, მაგრამ იმედი მაქვს სერიოზული ტაქტიკოსი დადგება მალე. იმაზე აღარაფერს ვამბობ ზიდანმა რო აწყობილი საათივით მომუშავე გუნდი ჩაიბარა და ჩავი 0-დან იწყებს გუნდის შენებას უკვე მეორე სეზონია


    რა იყო აწყობილი ბარსელონას ნათრევი გუნდი და ბენიტესის განადგურებული ?


    ზედიზედ სამ ლიგას როცა იგებ აწყობილიც გაქვს შემადგენლობა ესე იგი და გადაწყობილიც

  • Footballfan
    schedule 23 ოქტ 2022, 11:49

    ციტატა: DesmondHume

    ციტატა: Footballfan
    DesmondHume,
    ვახხ რაღა ამ გუნდში ჭირდებათ გამოცდილებამანდამაინც და რეალში რატო არა?


    ზიდანზე თუ აკეთებ აქ აქცენტს, მაგ კაცს ქარიზმა აქვს, და ყველა მწვრთნელი ერთნაირი არაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ჩავის ეგეთი ქარიზმა არ აქვს როგორც ჩანს და ზიდანივით მოტივატორი არაა, მაგრამ იმედი მაქვს სერიოზული ტაქტიკოსი დადგება მალე. იმაზე აღარაფერს ვამბობ ზიდანმა რო აწყობილი საათივით მომუშავე გუნდი ჩაიბარა და ჩავი 0-დან იწყებს გუნდის შენებას უკვე მეორე სეზონია


    რა იყო აწყობილი ბარსელონას ნათრევი გუნდი და ბენიტესის განადგურებული ?

  • DesmondHume
    schedule 23 ოქტ 2022, 02:21

    ციტატა: Footballfan
    DesmondHume,
    ვახხ რაღა ამ გუნდში ჭირდებათ გამოცდილებამანდამაინც და რეალში რატო არა?


    ზიდანზე თუ აკეთებ აქ აქცენტს, მაგ კაცს ქარიზმა აქვს, და ყველა მწვრთნელი ერთნაირი არაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ჩავის ეგეთი ქარიზმა არ აქვს როგორც ჩანს და ზიდანივით მოტივატორი არაა, მაგრამ იმედი მაქვს სერიოზული ტაქტიკოსი დადგება მალე. იმაზე აღარაფერს ვამბობ ზიდანმა რო აწყობილი საათივით მომუშავე გუნდი ჩაიბარა და ჩავი 0-დან იწყებს გუნდის შენებას უკვე მეორე სეზონია

  • Footballfan
    schedule 23 ოქტ 2022, 01:08

    DesmondHume,
    ვახხ რაღა ამ გუნდში ჭირდებათ გამოცდილებამანდამაინც და რეალში რატო არა?

  • DesmondHume
    schedule 23 ოქტ 2022, 00:44

    ციტატა: Footballfan
    La Pulga10,
    ოსასუნა კადისთან და სოსიედადთან შენც მოიგებ ბარსათი და მეც მთავარი აქ დიდ თამაშებში მოგებაა მეგობარო რომელი დიდი თამაში მოიგო ბარსელონამ წელს ხავუს ბარსელონამ ? ლოგიკური კითხვაა ხო?


    გამოცდილება არ აქვს ჯერ, ერთი წლის წინ ჩაიბარა კაცმა გუნდი, შუა სეზონში მოვიდა თავზე რო გვექცეოდა ყველაფერი და მე-9დან მე-2ზე აიყვანა გუნდი. ზაფხულში ნახევარი გუნდი გამოიცვალა, შეთამაშებაც არ დასცალდათ სანაკრებოები და ტრავმები რო დაიწყო და ცოტა ბევრს ხომ არ სთხოვ ჩავის? :დდდდდ ხო აი ამ პირობებში თავზე უნდა ახევდეს ნებისმიერ გრანდს ბურთს ხო? მით უმეტეს როცა პლანეტის ყველა მსაჯი მიზანმიმართულად უფუჭებს ყველა მნიშვნელოვან თამაშს :დდდდ

  • Footballfan
    schedule 22 ოქტ 2022, 23:52

    La Pulga10,
    ოსასუნა კადისთან და სოსიედადთან შენც მოიგებ ბარსათი და მეც მთავარი აქ დიდ თამაშებში მოგებაა მეგობარო რომელი დიდი თამაში მოიგო ბარსელონამ წელს ხავუს ბარსელონამ ? ლოგიკური კითხვაა ხო?

  • La Pulga10
    schedule 22 ოქტ 2022, 23:10

    ციტატა: DesmondHume
    იმედია ერთ დღესაც ჩავი მთავარი მწვრთნელი იქნება, ინიესტა ასისტენტი, მესი და პუიოლი კლუბში იმუშავებენ. პუიოლი მოთამაშეების განვითარების ამბავში, მოტივატორად, ბარსა ბ-ში ცხოველებს გაზრდიდა


    ზოგიერთი აგდევს უკვე ჩავის გუნდიდან :დდდ

  • DesmondHume
    schedule 22 ოქტ 2022, 21:37

    იმედია ერთ დღესაც ჩავი მთავარი მწვრთნელი იქნება, ინიესტა ასისტენტი, მესი და პუიოლი კლუბში იმუშავებენ. პუიოლი მოთამაშეების განვითარების ამბავში, მოტივატორად, ბარსა ბ-ში ცხოველებს გაზრდიდა