გავი კოპას ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

გავი კოპას ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

“ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველი გავი France Football-მა მსოფლიოს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, რაც ალბათ არავის გაჰკვირვებია.

“ბარსელონას” ფეხბურთელმა ჯილდო წინა წლის გამარჯვებულისგან, პედრისგან გადაიბარა და “ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომლის ფეხბურთელებმაც რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო ორჯერ მოიგეს.

ამ ჯილდოს პრესტიჟს ის ფაქტი სძენს, რომ გამარჯვებულს “ოქროს ბურთის” ყოფილი გამარჯვებულები ავლენენ.

France Football-ის დაჯილდოება გრძელდება. ველით ალექსია პუტელიასის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დასახელებას და რობერტ ლევანდოვსკისთვის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს გადაცემას.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • messiiiiii
    18 ოქტ 2022, 14:59

    რო იმსახურებდეეს უფრო გამიხარდებოდა ბელინგემზე მაგარი ამ ეტაპზე ნახევარცმველებიდა 2-3 თუ იქნება არამცთუ ახალგაზრდებიდან