მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება.

ჩავი ერნანდესმა სეზონის პირველი “ელ კლასიკოს” წინ პრესკონფერენცია გამართა.

გასულ სეზონში “ელ კლასიკოსთვის” ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, ახლა კი მატჩს ლიდერის რანგში ვხვდებით. ეს სამი ქულისთვის თამაშია, მოგება მორალური მუხტის მისაღებადაც მნიშვნელოვანი იქნება.

მე მიმაჩნია, რომ კვლავ სწორ გზაზე ვდგავართ. ლა ლიგაში 20 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ ერთი გავუშვით, უკეთესები ვართ, ვიდრე ადრე ვიყავით. რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე თამაში უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ ეს ნებისმიერი ახლად დაწყებული პროექტის პრობლემაა.

კუნდე 100%-ით მზადაა, ის კარგად ვარჯიშობს და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. 

ბუსკეტსი მნიშვენლოვანი ფეხბურთელი. მას “ინტერთან” მატჩის მეორე ტაიმში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სერხიო ჩვენი ლიდერია. გუნდში ყველა ფეხბურთელი თამაშისთვის მზად უნდა იყოს.

კრიტიკა კაპიტნების მიმართ? ვცდილობ, ყველანაირი კრიტიკა მოვისმინო. მაგრამ უფრო მეტად სამუშაოზე ვფოკუსირდები.

ლა ლიგაში “რეალ მადრიდზე” უკეთესად გამოვიყურებით. ხვალ რთული თამაში გველის და მოგებისთვის უნდა ვიშრომოთ. 

ალონსო და გარსია დაცვის ცენტრში? ყველაფერი შესაძლებელია, ალონსოს ცენტრში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. საქმე მხოლოდ ვინისიუსის ან ბენზემას შეჩერებას არ ეხება, არამედ მთელი გუნდის – მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

“კლასიკოსთვის” მზადება? ყოველთვის ვცდილობ, ოპტიმისტურად განვეწყო და გუნდი ყველა ასპექტში გავაუმჯობესო. 

მე “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ და კლუბისთვის საუკეთესო მინდა. თუ ვიგრძნობ, რომ გუნდის დახმარება აღარ შემიძლია, სახლში წავალ, მაგრამ ახალ ყველაფერი კარგადაა.

ლაპორტა? სეზონის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა. პრეზიდენტი ყოველთვის დადებითადაა განწყობილი და გუნდს ეხმარება. რაც “ინტერთან” და “ბაიერნთან” მოხდა, სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს გზაზე სიარული უნდა განვაგრძოთ.

“რეალ მადრიდის” წინააღმდეგ თამაში მიყვარს. მე ამბიციური ვარ და ასეთ მატჩებში ასპარეზობა ყოველთვის მომწონს.

იქნება თუ არა ეს “ელ კლასიკო” კაპიტნების გარეშე? ვნახოთ, რა მოხდება. ყველა ლიდერებზეა ფოკუსირებული, მაგრამ ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. ხვალ 5 ცვლილება გვექნება და თამაშისთვის ყველა მზად უნდა იყოს.

გუნდს საკუთარი თავის სჯერა. ვხედავ, რომ გუნდი მოტივირებულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გასულ სეზონში ისე რომ გვებრძოლა, როგორც დღეს ვიბრძვით, ევროტურნირებზე სხვანაირი შედეგები გვექნებოდა.

შეიძლება, თქვათ, რომ “ინტერთან” მატჩისთვის ფიზიკურად უკეთ უნდა მოვმზადებულიყავით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მენტალურად უნდა გავძლიერდეთ.

რა თქმა უნდა, “ელ კლასიკოში” მოთამაშის რანგში უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებდი, რადგან ბურთით ბევრი რამის გაკეთება შემეძლებოდა, ახლა კი ჩემს ფეხბურთელებზე მეკისრება პასუხისმგებლობა, ისინი მოედანზე მომზადებული უნდა გავიყვანო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (27)

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 15 იან 2023, 19:34

    me da barca,
    მადრიდში ტრავმიანი გუნდი ჩავიდა და მე რომ მოგების იმედი არ მქონდა ის თამაში ჩავიმ მოიგო

    მახსოვს ქართველმა კომენტატორმა თქვა რეალზე ვარსკვლავური შემადგენლობაო და იმ რეალს ბარსამ რაც გაუკეთა კარგად ვიცით

  • nika 54
    schedule 15 იან 2023, 12:16

    ციტატა: me da barca
    დიდი პატივისცემის მიუხედაცად არ მაქვს ჩავი ხვალ შენი იმედი.
    მადრიდში უშანსოდ წავაგეთ, ახლა ნეიტრალურზე მიაყოლე და მერე ბარსელონაში.


    უკეთესი იქნება თუ დღესაც მოიგებს და მერე ბარსელონაში. იქნება დაასრულოს ეს უიღბლობა.

  • Chico
    schedule 15 იან 2023, 11:08

    მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უკმაყოფილება, ჩემშიც არსებობს, დღეს ბარსა ლა ლიგაში პირველ ადგილზეა და 3 ქულით ასწრებს რეალს. ყველაზე ნაკლები გოლი გვაქვს გაშვებული და ყველაზე მეტი გატანილი. ლევანდოვსკი კიდევ ლიდერი ბომბარდირია. სასიამოვნო პარადოქსია. მთავარია განგებამ, სხვა ვერავინ აკეთებს ამას, მებრძოლის სული ჩაჰბეროს გუნდს და მჯერა რომ ერთხელაც ბარსას უსუსურობა პრინციპულ მატჩებში დამთავრდება. და ეს ერთხელაც იქნება დღეს!!! დავდგეთ ერთად და შევბეროთ გუნდს, რომ ჩვენი შებერვის ძალამ გუნდი წინ წასწიოს და არ მისცეს დაჩლუნგების საშუალება, რიგორც ბოლო პერიოდში ხდება. აღარ ვიცი უკვე, ჩვენ უფრო გვინდა ბარსას წარმატება თუ გუნდს. დღეს ვიგებთ მეგობრებო და მოდთთ გადავაგდოთ ნეგატივი და დაუდგეთ მხარში ჩვენ " მებრძოლებს". იმედი მაქვს ეს დღეებია ბარსას კვების რაციონიდან გოგლი-მოგლი ამოღებულია და დღეს უსუსურ დედას ბიჭებს კი არ დავინახავთ, არამედ მებრძოლ და ძლიერი სულის რომაულ ფალანგას, რომელიც გაარღვევს ნებისმიერ კედელს. ღმერთო მისმინე ჩემი სიტყვები… ვისკა ბარსა!!! ხვალ თასი ხელში გვექნება!!!

  • me da barca
    schedule 15 იან 2023, 02:16

    დიდი პატივისცემის მიუხედაცად არ მაქვს ჩავი ხვალ შენი იმედი.
    მადრიდში უშანსოდ წავაგეთ, ახლა ნეიტრალურზე მიაყოლე და მერე ბარსელონაში.

  • ლაშა ჯინჭარაძე
    schedule 14 იან 2023, 20:42

    გაასწორებს ეხა ამ ფინალის მოგება

  • იმედა_ხავიესტა
    schedule 14 იან 2023, 19:59

    ეს კესიე რატო იყიდე რა ჯანდაბათ გინდა ეს ნაყარ ნაყარი ხალხი ? expressionless

  • ანდალუზია
    schedule 14 იან 2023, 19:57

    ნეტავ ისეთი ლამაზი და საინტერესო თამაში გვაჩვენონ,აი როგორც გუშინ…ნაპოლმა დახატა სტადიონი.