workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტა: ბარსელონაში დაბრუნება მსურს

ანდრეს ინიესტა: ბარსელონაში დაბრუნება მსურს

“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ახლა “ვისელ კობეში” თამაშობს, კარიერის დასრულებასა და “ბარსაში” შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

იაპონიაში კიდევ ერთ წელს გავატარებ და შემდეგ ვნახოთ. “ბარსელონაში” დაბრუნება მსურს, ეს ჩემი სახლია, მაგრამ საკუთარი როლი ჯერ კიდევ არ ვიცი – მწვრთნელობა, სპორტული დირექტორობა ან რაიმე სხვა. 

ინიესტა “ბარსელონას” პირველ გუნდში 2002-18 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 32 ტიტული მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • me da barca
    schedule 11 ოქტ 2022, 23:56

    ამ ფორმას, რომ ვუყურებ, სულ ის ეგრეთწოდებული ,,ბეზრუკავკა" მახსენდება, რომელიც ყველა ბაზრობაზე იყიდებოდა ადრე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 11 ოქტ 2022, 23:39

    ვნახოთ რა თანამდებობაზე იქნები ანდრეს

  • ანდალუზია
    schedule 11 ოქტ 2022, 02:35

    არც უნდა წასულიყავი.

  • Barca for life
    schedule 10 ოქტ 2022, 22:13

    Don_Andresito,
    ყოველთვის ინი იდგება პირველზე და ამისთვის უმთავრესი მიზეზიც არსებობს, კერძოდ, ის რომ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ინი თამაშობდა ევროპაში და დებდა სასწაულ შედეგებს მაშინ არაფერი იყო მოდრიჩი, აი ვის ახსოვდა? 27ის იყო რეალში რო გადავიდა და პირველ წელს გუნდის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად თუ ტრანსფერად დაასახელეს, ახლა ისე გამომდის რო ძაან ვაკნინებ და მართლა არ მინდა, პირიქით, რეალში დღეს ყველაზე მეტად მოდრიჩი მევასება იმიტო რო რა სტილითაც ეგ და ინი თამაშობენ ჩემთვის სწორედ ეგაა რატომაც მიყვარს ფეხბურთი, პროსტა ეგაა რო, მაშინ როცა ინი აქ იყო, მოდრიჩთან შედარება აზრადაც არავის მოსვლია, დაახლოებით იგივე მომენტია რაც რონალდუსა და ბენზემას შემთხვევაში მოხდა, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ინი აზიაში გადასვლის მერე აღარ პიარდება მაშინ როცა მოდრიჩი გააღმერთეს თავისი ოქროს ბურთით.
    აი ტიტულებს რაც შეეხება, იმას ოქროს ბურთი აქვს, ამან კიდე უშუალოდ თავისი გოლით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და დღეს მთელი ესპანეთი ადიდებს, ანუ ვერც იმას იტყვი აი ესპანეთმა გადაიხია ჰოლანდია და ეგრე მოიგოო, არათუ პირიქით უფრო იყო და ამ დროს გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის ინის, ნუ მოდრიჩს მაინც არ ვაკნინებ ისე ათრია ხორვატია, მარა შედეგი ხო შედეგია, თან ისეთი რო იმენა ინიესტას წყალობით დაიდო ეგ შედეგებიც. აი შემდეგ მოდრიჩზე იტყვი რო ჩემპიონტა ლიგებიო, მარა მე ის უფრო კარგად მახსოვს მაგ ჩემპიონთა ლიგებს რომ იგებდნენ ხან რონალდოს 17 გოლი უფრო ახსოვდათ და ხან კიდე ბენზემას ჰეტთრიქები, იქ რამოსის თავურები ბოლო წამებზე და ცალკე ბეილის პერფორმანსები, ასევე მაგ ჩემპიონთა ლიგას მოდრიჩიანად თუ მოდრიჩის გარეშე მაინც ყოველთვის სემიჩკასავით იგებენ ეგენი და ნუ პარალელურად მასთან ერთად უფრო უადვილდებათ.
    რავი ცხადია რომ რაც ინი წავიდა მას შემდეგ დაენძრა ბარსას და რეალში კიდე ეგეთი რამე არასდროს მოხდება.
    პ.ს. მერწმუნე დრო რო გავა და მოდრიჩიც დაასრულებს კარიერას, ხალხი პირველ რიგში ინიესტას მსოფლიოსა და ქლაჩ გოლებს გაიხსენებს ვიდრე მოდრიჩის საოცარ პერფორმანსებს, იმიტო რო ასეა, ერთმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და ყველაფერი მოიგო, მეორეს კი უბრალოდ არ გაუმართლა რომ ხორვატიელია.
    პ.პ.ს. ინი მინუმუმ 1 ოქროს ბურთს მაინც იმსახურებდა თავისი კარიერის მანძლზე, მაგრამ სამწუხაროდ მესი-რონალდუს მძვინვარე პერიოდს დაემთხვა მისი აღზევების ხანაც ხოლო მოდრიჩმა ზუსტად მაშინ მოიგო როცა იმ წელს წესიერი პერფორმანსი არავის დაუდია.

  • Bedouin
    schedule 10 ოქტ 2022, 20:38

    nika 54,
    ეგ ცალკე თემაა, მე ვიძახი სიკვდილას რო ეხახდნენ, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი გოლებისთვის

  • Don_Andresito
    schedule 10 ოქტ 2022, 17:56

    ციტატა: Barca for life
    ეჰ რაგორ მიეცი სალაპარაკო ამ მადრიდისტებს მოდრიჩის ამბავში.
    შენ რო არ წასულიყავი და ბუსი-პიკესავით მოჯდომოდი გუნდს, დაჟე მაინც უფრო მეტს გააკეთებდი ვიდრე ესენი და იქნება მერე კოუტინიოები და ბანძი ხალხიც აღარ მოეყვანათ.
    ყველაზე მაგარი ფაქტი ისაა რო რაც ინი წავიდა და პარიზს მოვუგეთ იმის მერე ვერ გავიხარეთ და მარტო მაგის გამოა პატივსაცემი.
    წავიდა ინი და ბარსა 0ია
    ის მაინცაა კარგი რომ პედრი გვყავს და ნაწილობრივ ვინაზღაურებთ ამის დანაკლისს მარა მაინც სხვა ლეველი იყო რა და იმედია ოდესმე პიდრიც მიაღწევს მსგავს სტაბილურობასა და ხარისხს.


    ვაღიაროთ მოდრიჩიც ზე დონეა. არავიზე ნაკლები არაა და არც მეტი

  • nika 54
    schedule 10 ოქტ 2022, 16:13

    ციტატა: Bedouin
    აუცილებელიც კია, რო დაბრუნდე!

    ისე, ადრე ინის რო “სიკვდილას” ეძახდნენ, გახსოვთ?


    სიკვდილს კი არა მკვდარს. სახის ფერის გამო, ძალიან თეთრია.

  • Giorgi99
    schedule 10 ოქტ 2022, 14:46

    ლუის ენრიკე მირჩევნია როგორც მწვრთნელი ხავის და ინიესტას, ხავისი არ იყოს, არ არის ბოლომდე შედგარი მწვრთნელი ნულოვანი გამოცდილებით. ეგრევე გრანდის გაწვრთნა რომ უნდათ. ლეგენდაა ბევრი რამე ესმის. მაგრამ ტაქტიკებში მოიკოჭლებს. ბიელსა აეყვანათ დროებით მშვენიერი ტრენერია. საოცარ ფეხბურთს ათამაშებდა თავის გუნდებს. გახსნილი და შემტევი სტილით თამაშობს.

  • RiquiPuig
    schedule 10 ოქტ 2022, 14:41

    ინის და ჩავის ყველაზე მეტად ვაფასებ. მიხვდნენ როცა აღარ შეეძლოთ ისე თამაში, როგორც წლების წინ თამაშობდნენ, თავის დროზე მშვიდად, წყნარად ორივე ადგა და წავიდა. ალბა, ბუსკეტსი და პიკე რასაც აკეთებენ ახლა, არაფერში არ ჯდება. ბარსელონა რომ არა, ბუსკეტსი სადღაც ეიბარში ამოლპებოდა, პიკე მანჩესტერის სკამებს დაალაგებდა და ალბა ნებისმიერ გუნდს წლების წინ ეყოლებოდა მოშორებული.

  • Barca for life
    schedule 10 ოქტ 2022, 14:37

    ეჰ რაგორ მიეცი სალაპარაკო ამ მადრიდისტებს მოდრიჩის ამბავში.
    შენ რო არ წასულიყავი და ბუსი-პიკესავით მოჯდომოდი გუნდს, დაჟე მაინც უფრო მეტს გააკეთებდი ვიდრე ესენი და იქნება მერე კოუტინიოები და ბანძი ხალხიც აღარ მოეყვანათ.
    ყველაზე მაგარი ფაქტი ისაა რო რაც ინი წავიდა და პარიზს მოვუგეთ იმის მერე ვერ გავიხარეთ და მარტო მაგის გამოა პატივსაცემი.
    წავიდა ინი და ბარსა 0ია
    ის მაინცაა კარგი რომ პედრი გვყავს და ნაწილობრივ ვინაზღაურებთ ამის დანაკლისს მარა მაინც სხვა ლეველი იყო რა და იმედია ოდესმე პედრიც მიაღწევს მსგავს სტაბილურობასა და ხარისხს.

  • Bedouin
    schedule 10 ოქტ 2022, 14:08

    აუცილებელიც კია, რო დაბრუნდე!

    ისე, ადრე ინის რო “სიკვდილას” ეძახდნენ, გახსოვთ?