workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი სელტასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “სელტასთან” მოგების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ეს ტკბილ-მწარე გამარჯვებაა. უნდა მოვუმატოთ. პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორე ნახევარში კი მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა და მატჩის ბედი გადაგვეწყვიტა. 2-0 ყველაფერს შეცვლიდა. მოგება მარტივი არაა, თუმცა მნიშვნელოვანია იმ თამაშებში გამარჯვება, რომლებშიც კარგად არ გამოიყურები.

დროა, ინტერთან მატჩისთვის მოვემზადოთ.

“ელ კლასიკო” ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ შეხედეთ, გასულ სეზონში ასე კარგად არ ვთამაშობდით, მაგრამ მაინც კომფორტულად მოვიგეთ. ვიმედოვნებ, ამჯერადაც მსგავს ხასიათს ვაჩვენებთ.

“სელტა” არის გუნდი, რომელიც ბურთს ნებისმიერ დროს დაიჭერს. ეს რთული ოპონენტია. ამის გათვალისწინებით, შედეგით ბედნიერები ვართ, ხოლო თამაშის ხარისხით – არა.

ტერ შტეგენი ბრწყინვალე იყო.

ჩვენ ლა ლიგის ლიდერები ვართ და იმ დონეზე უნდა დავბრუნდეთ, რომელზეც სანაკრებო პაუზამდე ვიყავით, მაგრამ როგორც დღეს ვნახეთ, ეს მარტივი არაა.

თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რეალობა ისაა, მოსამატებელი გვაქვს, ამიტომ კმაყოფილი ვერ ვიქნები. თამაშს შედეგების მიხედვით არ ვაფასებ.

რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ გუნდი ლევანდოვსკიზე ზედმეტადაა დამოკიდებული, დღეს ტერ შტეგენზე ვიყავით დამოკიდებული, სხვა შეხვედრაში კი პედრიზე დამოკიდებული ვიქნებით. 

სეზონის განმავლობაში არის მომენტები, როდესაც გუნდი დაფრინავს – ასე იყო სამი კვირის წინ. ახლა მსგავსი პერიოდი არ გვიდგას, მაგრამ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ.

გასახდელში რაფინიას დამშვიდებამ მოგვიწია. ის მსაჯზე ძალიან გაბრაზებული იყო და მითხრა, რომ მისი წაქცევის ეპიზოდში აშკარა პენალტი იყო.

შესაძლოა, ჩვენი უკუსვლის მიზეზი სანაკრებო პაუზაცაა, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ. ჩვენ დიდი მატჩები გვაქვს, ბევრს ვმგზავრობთ და ტრავმებიც ძალიან გვაწუხებს.

თუ “ინტერთან” ისე ვითამაშებთ, როგორც “სელტასთან” მეორე ტაიმში, მოგება გაგვიჭირდება, თუმცა თუ პირველი ნახევრის მსგავს თამაშს ვაჩვენებთ, გამარჯვება შეგვიძლია.

ლევანდოვსკი მეორე ტაიმში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, რადგან გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მან მაინც კარგად ითამაშა.

გაგვიმართლა რომ გოლი არ გავუშვით.

ჩვენ ინტენსივობა შევამცირეთ და ამის გაკეთება დაუშვებელია. “სელტამ” ამით ისარგებლა და უპირატესობა მოიპოვა. ინტენსივობა თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებთ, ეს არ მოგვწონს, მაგრამ”ინტერთან” მატჩში მსაჯის შეცდომები აშკარა იყო.

გარსიას მცირე დისკომფორტი ჰქონდა და შემადგენლობაში ამიტომ ვერ მოხვდა.

პიკემ ძალიან კარგად ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 10 ოქტ 2022, 17:43

    მიზეზი ერთია მეორე ტაიმში მძინარეებს გავდნენ და სელტასაც შანსი გავუჩინეთ.

  • ტერ შტეგენი
    schedule 10 ოქტ 2022, 13:43

    ციტატა: პავლოვიჩი
    ჩავიიიი…თუ მართლა ლენჩი – დებილი არ ხარ…წადი და ლაპოც გაიყოლე.
    საწყალი ბარსა…


    ლენჩი და დებილი რა ლაპარაკია ეხლა?ამ საიტზე მორიდება ერთეულებს აქვთ მარტო რა.მიხვედრა ვინ და როგორ მოიხსენიოს.

  • პავლოვიჩი
    schedule 10 ოქტ 2022, 13:38

    ჩავიიიი…თუ მართლა ლენჩი – დებილი არ ხარ…წადი და ლაპოც გაიყოლე.
    საწყალი ბარსა…

  • ტერ შტეგენი
    schedule 10 ოქტ 2022, 13:21

    ციტატა: ბექსონ 77
    ტერ შტეგენი,
    ყველა მწყობრში რო იყო რა ქნა ჩავიმ მოუგო მალიორკას შედარებით ძლიერ გუნდთან ბოდიში და ჩაიჯვა.


    აუ თუ არ მოგწონს თვითონ შეგიძლიათ მწრთვნელად წასვლა, თქვენი მოსაწონი მთელი საიტზე უმრავლესობის ვერაფერი რომ ვერ მოიძებნა მართლა და მართლა წადი მწრთვნელად და დაინახავ რაცაა,იოლია შორიდან ლაპარაკი.არ გაასწორეს მიწასთან თქვენც არ მყავდეთ ეხლა რომელიმე დიდი ტაქტიკოსები რომ გამოდიხართ აქ სხვადასხვა ვერსიებით როგორც ექსპერტები, კიდევ ერთი წადი და სხვას დაუკომენტარე და გეყოს აბა გამბედაობა მაგის,ბევრი იცავს ხავის ჩემს გარდა.

  • ბექსონ 77
    schedule 10 ოქტ 2022, 12:38

    ტერ შტეგენი,
    ყველა მწყობრში რო იყო რა ქნა ჩავიმ მოუგო მალიორკას შედარებით ძლიერ გუნდთან ბოდიში და ჩაიჯვა.

  • ტერ შტეგენი
    schedule 10 ოქტ 2022, 10:10

    ვსვამ კითხვას რა უნდა ქნას ხავიმ როცა გუნდში ამდენი ტრავმირებულია,როცა 18 19 წლის ბავშვების იმედად უნდა იყოს,ხავი ადამიანია პირველ რიგში და არა ქრისტე ღმერთი რომ სასწაულები მოახდინოს,ვენებს იჭრიდით ხავი ხავიო უმრავლესობა და ახლა იგივე კამანდა გამოდიხართ და გაიძახით 24 საათი ხავის გაწრთვნილი ბარსას ყურება აღარ გვინდა,ეგეც კუმანის გზას გაუყვება, მაგანაც კუმანივით დაიწყო ლაპარაკი,მეტი მორიდება იქონიეთ როცა ხავიზე ლაპარაკობთ ჯობს, ძალიან სირცხვილია ასე მოხსენიება და ასე ლაპარაკი და კიდევ უფრო უარესი კუმანთან შედარება თუნდაც იმის თქმით რომ მაგანაც კუმანივით თუ დაიწყო ლაპარაკიო,ჯერ ერთი მაგანაც არა და მერე მეორე სად კუმანის უაზრო ბოდიალი და სად ხავის გააზრებული და გაანალიზებული საუბარი,ამითაც შეურაცხყოფას აყენებთ ანუ ამით ამბობთ რომ კუმანზე მეტი აზროვნება და გონება არ აქვს, დაუფიქრდით რეებს ლაპარაკობთ და ამბობთ რა. არასდროს არ მომწონდა დარეგისტრირების დღიდან,არც ახლა მომწონს და არც მომეწონება არასდროს ამ საიტის ტრადიცია რომ ჯერ ქება დიდებით აიყვანონ ცაში და მერე რაღაც თუ არ მოეწონებათ ეგრევე მიწასთან გაასწორონ ჩამოყალიბდით ვის რა გინდათ და რას ფიქრობთ დაალაგეთ რა, თქვენი მოსაწონი ვერც ფეხბურთელი რომ ვერ გამოინახა ვერც მწვრთნელი და ვერც ტაქტიკა.

  • ბექსონ 77
    schedule 10 ოქტ 2022, 09:29

    მომწონდა, მიყვარდა მსიამოვნებდა ბარსაში ჩავის თამაში.არ მსიამოვნებს ჩავის ბარსას თამაშის ყურება…🫶💔 ტუხელი ან ლუის ენრიკე უნდა მოიყვანონ უეჭველი თორე ასე შორ გზაზე ვერ წავალთ💙❤️

  • JasoN
    schedule 10 ოქტ 2022, 08:58

    გაიგეთ მეგობრებო გუნდი ჯერ კიდევ შეუთამაშებელია რატომ არ გესმით ასე ადვილი არ არის იყიდო ვინც არ უნდა იყოს და რა მაგარიც არინდა იყოს და ყველამ შეხედოს ერთმანეთს და დაფრინავდნენ… დღესდღეისობით გუნდში მიდია ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გოლების გატანა და ამ ყველაფერს დრო ჭირდება და მოუმატებენ ( თუმცა ჩვენ ხომ დრო არასოდეს არ გვაქვს ეს ბარსელონაა და ყოველთვის მაღალ კლასს და ოსტატობას ვითხოვთ ამ კლუბის თითოეული წევრისგან ) არაუშავს რთული გამარჯვება იყო თუმცა სამი ქულა აიღეს და ეს მახარებს. პ.ს. ისე მაგრად რომ გვეთამაშა და ეფრინათ და წაგვეგო მაშინ რას იტყოდით?

  • Chico
    schedule 10 ოქტ 2022, 01:47

    ფეხბურთს რომ უყურებ, მინდა რომ მატჩი დიდხანს გაგრძელდეს. მიყვარს ეს თამაში და მზად ვარ სულ უყურო. დღეს კიდევ ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ მატჩი მალე დამთავრებულიყო და გოლი არ გაგვეშვა….. ეს არ არის საქმე, ასე რეალს ვერ მოუგებათ.

  • kanja
    schedule 10 ოქტ 2022, 01:36

    სამი ქულის მეტს არაფერს ველოდებოდი… ეს ბარსას ფეხბურთი არ იყო…

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ოქტ 2022, 01:35

    NAMASTE,
    მერე შანსი რომ ვერ შექმნეს და ბურთი რომ ვერ ამოიტანეს მაგიტოა უკმაყოფილო და მაგიტო უნდოდა რომ კიდე გაეტანა გუნდს, ღმერთამ დაგვიფაროს ესეც თუ კუმანის გზას გაყვადა აღარ იქნება ჩვენი საშველი

  • azulgerana
    schedule 10 ოქტ 2022, 01:35

    ციტატა: NAMASTE
    ამანაც თუ კუმანივით დაიწყო ლაპარაკი აი მერე მართლა აღარ ვუყურებ ამ სირინოზების თამაშებს. რა მეორე გოლი უნდა გაგეტანათ, რომელი მეორე გოლი??? მეორე ტაიმში ბურთი ვერ ამოვიტანეთ მეტოქის ნახევარზე, 3-4 გამონაკლისის გარდა.


    ინტერის მერე ნამდვილად დაიწყებს კუმანივით ჭიკჭიკს მსაჯებმა წააგებინეს თურმე ბაიერნთან და ინტერთან

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ოქტ 2022, 01:32

    გულის სიღრმეში იმედი მაქვს რომ მეორე ტაიმში ძალებს ზოგავდნენ ინტერთან თამაშისთვის, თუარად მაშინ ცუდის მეტი არაფერი ითქმის, გუნდის ლეგენდა ხარ ძმაო თან მესიზე არანაკლები, ხოდა იმედია როგორც მწვრთნელი ცუდად არ დაგვამახსოვრებ თავს, რანაირი ბარსას ფანი უნდა ვიყო ჩავის რომ ვაგინო და იმედია მიზეზსაც არ მოგვცემს, ახლაც თუ ჩარჩა ჯგუფში და დარწმუნებული ვარ რომ გააგდებენ, არ მინდა არანაირად ეგ რომ მოხდეს რადგან: პირველ რიგში მწვრთნელს ვერ ვნახავთ ვინც შეცვლის წესიერად, მეორე ის რომ შეუძლია გუნდს კარგი ფეხბურთი ათამაშოს უბრალოდ მეტი დრო სჭირდება, ცხელ გულზე კი გავლანძღავ მაგრამ ამანაც რა ქნას, დემბელეა საუკეთესო ვინგერი გუნდში, 18 წლის ბალდე საუკეთესო ფულბექი, გარსია საუკეთესო მცველი, და 18-19 წლის ბავშვები ათრევენ ცენტრს, ტრამვებიდან რომ დაბრუნდებიან ხალხი მერე უკეთ ვითამაშებთ, თან რაც წინა წელს როხდა სანაკრებო პაუზის შემდეგ იგივე ხდება რა, ხოდა იმედია შემოაბრუნებს მაესტრო სიტუაციას თორემ კარგად არ წავა ნაღდად საქნე არც გუნდისთვის და არც თავისი თავისთვის

  • NAMASTE
    schedule 10 ოქტ 2022, 01:32

    ამანაც თუ კუმანივით დაიწყო ლაპარაკი აი მერე მართლა აღარ ვუყურებ ამ სირინოზების თამაშებს. რა მეორე გოლი უნდა გაგეტანათ, რომელი მეორე გოლი??? მეორე ტაიმში ბურთი ვერ ამოვიტანეთ მეტოქის ნახევარზე, 3-4 გამონაკლისის გარდა.

  • BEQA BARCA
    schedule 10 ოქტ 2022, 01:29

    ეს თამაში გადაარჩინა ტერშტეგენმა და გარსიამ. 👏

  • La Pulga10
    schedule 10 ოქტ 2022, 01:28

    პუიოლი მიიყვანე გასახდელში გეხვეწები,სტაფის წევრი გახადე.