workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ ინტერთან დაშვებული შეცდომები გააანალიზა

ჩავიმ ინტერთან დაშვებული შეცდომები გააანალიზა

მილანის “ინტერთან” მატჩი რთულად გადასახარში გამოდგა, ვინაიდან “ბარსელონა” “ჯუზეპე მეაცადან” დადებით შედეგით წამოსვლას ელოდა, რეალობა კი სულ სხვანაირი აღმოჩნდა. სამი დღის შემდეგ კი “ბარსამ” გასულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გადაიაზრა და ახლა გუნდმა კარგად იცის, რა უნდა გააუმჯობესოს განმეორებით თამაშისთვის.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ ჩავი ერნანდესმა გუნდთან ერთად “ინტერთან” შეხვედრა დეტალურად გააანალიზა და ფეხბურთელებს რამდენიმე მითითება მისცა. მწვრთნელი ითხოვს, რომ მოთამაშეებმა შეტევები უფრო მეტად გაშალონ და ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ დემბელეზე, ხშირად ურტყან საჯარიმოს გარედან, გამოიყენონ მეტოქის მიერ დატოვებული სივრცეები და საჯარიმოში შერბენები ხშირად გააკეთონ.

პირველ მატჩში შეტევების დიდი ნაწილი უსმანზე გადიოდა, რამაც არ გაამართლა – ფრანგმა ბურთი ყველაზე მეტჯერ დაკარგა, ტრაგიკული კი ისაა, რომ ყველაზე მეტი სახიფათო მომენტიც სწორედ დემბელემ შექმნა. 

მეორე კომპონენტი, რომელიც შორიდან დარტყმებს შეეხება, “ბარსას” ერთ-ერთი მინუსია. იტალიაში გამართულ შეხვედრაში საჯარიმოდან გასროლა ორჯერ რაფინიამ ცადა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა, მეორე ტაიმში ჩავიმ ამ მიზნით ანსუ ფატი და ფრანკ კესიე შემოიყვანა, თუმცა მათ ხელსაყრელი მომენტები არ შექმნიათ. მწვრთნელი კი ახალგაზრდა მოთამაშეებს მოუწოდებს, ეს იარაღი უფრო აქტიურად გამოიყენონ.

რაც შეეხება ბოლო ორ კომპონენტს, ჩავი ფეხბურთელებისგან, განსაკუთრებით კი ნახევარმცველებისგან, უფრო მეტ მოძრაობას ითხოვს, რათა მათ მეტი ხიფათი შექმნან და მეტოქისთვის რთულად პროგნოზირებადნი იყვნენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2022, 10:19

    ანალიზი სამწუხაროდ ანალიზად რჩება. ეს მოედანზე უნდა გამოჩნდეს და არა ქაღალდზე.

  • Bakero
    schedule 08 ოქტ 2022, 23:12

    ვნახოთ მეორე თამაშში გამოჩნდება მაგ ანალიზის შედეგი ! ერთი თამაშით არ შეიძლება მსჯელობა ….მე პირადად გუნდის მენტალობის და ამ კონკრეტულ გუნდთან თამაშის მოტივაციის ნაკლებობის პრობლემა უფრო არ მომეწონა და ეგ უფრო სერიოზული პრობლემა მგონია …..მოკლედ განმეორებით შეხვედრაში ვნახოთ რა იქნება

  • nika 54
    schedule 08 ოქტ 2022, 18:25

    გრიზმანს ვხედავ პირველივე წუთებზე ჟირონასთან და ამასობაში საგოლეც გააკეთა კორეაზე. ესე იგი მართლა მოამთავრეს კონტრაქტი რახან პირველივე წუთებიდან თამაშობს. ამაზე წუნკალი გუნდი თავის პრეზიდენტიანად არ მახსოვს.

  • rivaldo80
    schedule 08 ოქტ 2022, 15:27

    შორიდან უნდა ურტყან წავიდა ის დრო ბარსას სტილი არა შორიდან დარტყმები.ჯერ საჯარიმოში იმდენჯერ შევდივართ და 0 სარგებელი უამარავი გუნდი ვერ ახერხებს ერთ თამაში ამდენჯერ მეთოქის საჯარიმოში შესვლას მაგრამ თამაშებს იგებენ.

  • Chico
    schedule 08 ოქტ 2022, 13:40

    ძალიან კარგი თუ გაანალიზეს. შეცდომები ბევრი ჰქონდათ და რანდენიმე დღეში დავინახავთ ანალიზის შედეგს. ამ შეცდომების ანალიზი და გადაწყვეტა, მარტო ინტერთან კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ ლა ლიგაშიც, სადაც ბევრი კლუბი დააყენებს ბარსას წინააღმდეგ ღრმა ავტობუსს. ბარსას საიტზე და სხვა წყაროებშიც, მე ხშირად ვადევნებ თვალყურს გუნდის ვარჯიშებს. უნდა ვთქვა, რომ ერთეული შემთვევები მინახავს, როცა რომელიმე მათგანი ინტენსიურად ვარჯიშობდა შორიდან დარტყმაზე ან საჯარიმოს შესრულებაზე. მესსი აკეთებდა ძირითადად ამას. პიანიჩი რომ გადმოვიდა, გამიხარდა, გამახსენდა მისი ბრყინვალე საჯარიმოები იუვენტუსში, მაგრმ მე მგონი შეგვიცვალეს და სხვა პიანიჩი მოგვცეს. კარგია ტიკი-ტაკა, ბურთის ფლობა, ფლანგებიდან შეჭრა და პასი ცენტრში, მაგრამ ღრმა დაცვის და პერსინალური მურვეობის შემთხვევაში, ეს არ მუშაობს. დისტანციური დაბომბვა არის საჭირო. ამიტომაც, აგორავებენ ცენტრში ბურთს, თვითონვე თავბრუ ეხვევათ და მეტოქის ნებისმიერი კონტრ შეტევა სახიფათო ხდება, ან გოლია…. სპეცილურად უნდა ავარჯიშონ დამრტყმელები. მითქვია და ვამბობ, დროზე მიაქციონ ყურადღება ხვიჩას, სანამ მისი ფასი 100 მილიონი არ გახდა…. ძალიან გამოადგება ბრსას. დემბელესაც ჯობია, რაფინიასაც და ორივეს ერთად აღებულსაც….

  • BARC4ever
    schedule 08 ოქტ 2022, 12:44

    პედრი⏭️რობერტო⏭️დემბელე. ეს კომბინაცია იმდენჯერ ვნახე რომ ცოცხალზე გადავრთე თამაში.