
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” 22 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესის აზრით, საყოველთაოდ აღიარებულ ფავორიტებთან ესპანეთთან და ბრაზილიასთან წლევანდელი ინგლისის ეროვნული ნაკრებიც უნდა მოვიხსენიოთ.
“მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებელი გუნდებიდან უძლიერესები ესპანეთი, ბრაზილია და ინგლისია” – განაცხადა მან CNN International-თან საუბრისას. “ამ გუდებმა იოლად დასძლიეს ძალიან რთული საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და ეს მათ სიძლიერეზე მეტყველებს”.
მესი მორიდებულად შეეხო საკუთარი გუნდის შანსებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე: “ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო თასს ჩვენ ავწევთ, ჩვენ ვიბრძოლებთ მოედანზე, რათა გავიმარჯვოთ ჩემპიონატზე და გავამართლოთ არგენტინელი ხალხის იმედები.”
მესიმ კიდევ ერთი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ბარსელონას” მაისურით და მწვრთნელ პეპ გუარდიოლას ხელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელსაც სპეციალისტები უკვდავ ლეგენდებსაც კი ადარებენ, მაგრამ მესის აკლია წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე და იგი თავის გუნდთან ერთად იბრძოლებეს ამ მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად.
“საზოგადოებას სჯერა ჩვენი და მე დიდ პატივს ვცემ ამას” თქვა მან. “თუ ვინმეს უნდა, რომ არგენტინამ წარმატებას მიაღწიოს პირველი, ალბათ, მე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. არგენტინის ეროვნულ ნაკრებს და ბარსელონას სრულიად განსხვავებული საფეხბურთო განლაგება და სტილი აქვთ, პეპ გუარდიოლამ მე მასწავლა მოედნის ცენტრალურ ნაწილში თამაში, რის შედეგადაც ბურთს გაცილებით ხშირად ვიღებ და ჩემი ბომბარდირობაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.”
მესიმ ისაუბრა მისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დიეგო მარადონას შესახებაც: “თავდაპირველად, როდესაც მისი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შესახებ გავიგეთ ძალიან გავოცდით და ეს ძალიან უცნაუფი ფაქტი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან ის “ფეხბურთის ღმერთია” არგენტინაში, თუმცა ჩვენ უკვე შევეგუეთ მასთან მუშაობას და ახლა ყველაფერი რიგზეა. მას გუნდთან ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ყოველთვის დადებით განწყობას ამჟღავნებს ჩემ მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ.”
P.S. ყველამ ერთად წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სათაყვანებელ გენიოსს მსოფლიო ჩემპიონატზე!
fifa.com

