workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მითები ბარსელონას სატრანსფერო ვალების შესახებ

მითები ბარსელონას სატრანსფერო ვალების შესახებ

9 ოქტომბერს “ბარსელონას” გენერალური ასამბლეაა, რომლის დროსაც კლუბის წევრებმა როგორც გასული, ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

“ბარსამ” კლუბის წევრებს დასამტკიცებელი ბიუჯეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე დაუგზავნა. ამ დოკუმენტებში არაერთ საინტერესო დეტალს წავაწყდით, რომლებსაც ნელ-ნელა შემოგთავაზებთ.

დღევანდელი განსახილველი თემა კი იყოს ტრანსფერები და მასთან დაკავშირებული მითები.

არსებობს მითი, რომ “ბარსელონას” სატრანსფერო ვალები აქვს იმიტომ, რომ ტრანსფერის თანხებს ვერ იხდის. სინამდვილეში ტრანსფერის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდა ფეხბურთში დანერგილი პრაქტიკაა, რომელსაც თითქმის ყველა და შესაძლოა ყველა კლუბიც კი იყენებს. ამ სტატიაში ნახავთ ინფორმაციას იმ კლუბების შესახებ, რომლებსაც “ბარსელონას” სატრანსფერო ვალი აქვთ და აღმოაჩენთ, რომ მათ შორისაა, მაგალითად, “პარი სენ-ჟერმენი”.

ფეხბურთში დანერგილია კიდევ ერთი პრაქტიკა – თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმების დროს, ფეხბურთელის გამყიდველი კლუბი სამომავლოდ თანხის მიღების უფლებას რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტს მიჰყიდის ხოლმე. სწორედ ამიტომაა, რომ “ბარსელონას” ფილიპე კოუტინიოს, ფრენკი დე იონგის, მირალემ პიანიჩისა და კიდევ სხვა ფეხბურთელების ვალი აქვს, მაგრამ არა მათი ყოფილი კლუბების მიმართ. “ლივერპულმა”, “აიაქსმა”, “იუვენტუსმა” და სხვა კლუბებმა ამ ფეხბურთელების გაყიდვიდან თანხები უკვე მიიღეს და მომავალში ვეღარაფერს მიიღებენ (ბონუსების გარდა), “ბარსელონას” კი თანხის გადახდა ფინანსური ინსტიტუტებისთვის უწევს, რომლებმაც თავის დროზე ეს უფლება შეიძინეს.

2021 წლის 30 ივნისისთვის “ბარსელონას” სატრანსფერო დავალიანება 231 მილიონი ევრო იყო. მას შემდეგ კლუბს ფერან ტორესის ვალი დაემატა, მაგრამ საერთო მოცულობა მაინც შემცირდა და 2022 წლის 30 ივნისისთვის 193 მილიონი ევრო შეადგინა. აქედან 108.5 მილიონი არის მოკლევადიანი, ხოლო 84.5 მილიონი – გრძელვადიანი. ვინაიდან მონაცემები 30 ივნისის მდგომარეობითაა, მასში წლევანდელი ზაფხულის ტრანსფერები გათვალისწინებული არაა.

რაც შეეხება თანხებს, რომლებიც “ბარსამ” სხვა კლუბებისგან უნდა მიიღოს – 2022 წლის 30 ივნისისთვის ეს თანხა 40 მილიონი ევრო იყო. აქედან ყველაზე მეტი ფილიპე კოუტინიოზე მოდიოდა – “ასტონ ვილას” “ბარსელონას” ვალი დაახლოებით 10 მილიონი ევრო აქვს. “ბლაუგრანას” ფრანსიშუ ტრინკაუს ტრანსფერიდან “ვულვერჰემპტონისგან” 6.5 მილიონი ევრო ეკუთვნის. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივან რაკიტიჩი “ბარსადან” “სევილიაში” 3.5 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ ანდალუსიელებს კატალონიელების ვალი კიდევ 2.4 მილიონი აქვთ. 4 წელი გავიდა პაკო ალკასერის “დორტმუნდში” გადასვლიდან და გერმანული გუნდი “ბარსას” ფულს ისევ უხდის, არადა უკვე 2 წელია, ალკასერი “დორტმუნდში” აღარ თამაშობს. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ სატრანსფერო ვალი მხოლოდ “ბარსას” არ აქვს და ეს ფეხბურთში ჩვეული მოვლენაა.

ცალკე უნდა გამოვყოთ ის ფეხბურთელები, რომლების ტრანსფერებშიც “ბარსა” ჩართული არ იყო, მაგრამ ვინაიდან ეს მოთამაშეები “ლა მასიას” აღზრდილები არიან, “ბლაუგრანას” კომპენსაცია ეკუთვნის. მაგალითად ტიაგო ალკანტარა – მისი “ბაიერნიდან” დამატების გამო “ლივერპულს” თანხა “ბარსელონასთვისაც” ჰქონდა გადასახდელი და მერსისაიდელთა ვალი 446 ათას ევროს შეადგენს. “პარი სენ-ჟერმენს” კი “ინტერიდან” გადაყვანილი მაურო იკარდის თანხას “ბარსას” ისევ უხდის – 2021 წელს 189 ათასი ევრო გადაიხადა, ხოლო წელს 126 ათასი. ამ ვალის მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არაა, რომ პსჟ-ს რამდენიმე ასეული ათასი ევროს ერთიანად გადახდა არ შეუძლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2022, 20:01

    იმედია გავისტუმრებთ ვალებსაც, სადაც ამდენი მოახერხეს.

  • Chico
    schedule 01 ოქტ 2022, 00:57

    ასე მესმის ამ სტატიის აზრია,რომ მარტო ბარსას კი არა აქვს ვალი, სხვა გუნდებსაც აქვთ. კი ბატონო არსებობს მოთამაშის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდის პრაქტიკა, მაგრამ განა ყველა გუნდს აქვს ყველაფრის და ყველას. ვალი? არა, ეს მარტო ბართომეომ შესძლო… წელს აუცილებლად გვჭირდება შედეგი, მინიმუმ ლა ლიგა, რომ ინვესტორებს, მყურებლებს, მედიას და რეკლამას სურვილი გაუჩნდეს ბარსასთან თანამშრომლბის, რაც ფინანსურ გაძლიერებას მოიტანს. არ დაგვავიწყდეს რომ უახლეს მომავალში მაყურებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, თუ კამპ ნოუს რეკონსტრუქცია დაიწყება. ეს ყველაფერი ლაპორტამ და მისმა გუნდმა კარგად იცის და სერიიზულად მუშაობენ სიტუაციის გამისასწორებლად. ლაპორტა ღმერთი არ არის, რომ სასწაული მოახდინოს, ყველაფერს ერთად ვერ იზამს, მას დრო ჭირდება და ეს დრო ყვლამ უნდა მისცეს. სიტუაცია რთულია ჩვენთვის და ჩვენი მსგავსებისთვის, ვინც შორს ვართ რეალობისაგან. ლაპორტა და მისი გუნდი კი ძალიან ურთულესი პრობლემის წინაშე დგანან და ვიმედოვნოთ, რომ შესძლებენ სიტუაციის გამოსწორებას…. ჯერ-ჯერობით სწორ ნაბიჯებს დგამენ…..

  • Barca for life
    schedule 30 სექ 2022, 19:39

    მომავალი წლის სატრანსფეროზე ჩემი ვარაუდით ამათ დავიმატებთ:
    1. მესი – უფასოდ
    2. საყრდენზე – ნევეში ან ზუბიმენდი – მაქს. 60მ
    3. უმაგრესი მარჯვენა ფულბექი – მაქს 80მ
    4. ინიგო მარტინესი – უფასოდ
    5. მარცხენა ფულბექსეზე შეიძლება დაფიქრება, მარა ჯერ ბალდეს დააკვირდებიან
    ჯამში მაქს. 140

    გავუშვებთ:
    ალბა, პიკე, უმტიტი, ლენგლე, დესტი, რობერტო, ბუსი?, ტორესი?, ალონსო? დეპაი?

    გუნდი
    მეკარეები: შტეგო, პენია, ტენასი
    მცველები: ბელერინი, ახალი ტიპი, არაუხო, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, მარტინესი, ბალდე, ალონსო?
    ნახევარმცველები: პედრი, გავი, ნიკო, დე იონგი, სუბიმენდი-ნევეში, ბუსი?, კესი
    თავდასხმა: ლევა, მესი, დემბელე, რაფინია, ფატი, ტორესი?

    ფავორიტი ძირითადი

    ———————შტეგენი——————–
    მაგარი ფბ—-არაუხო—-კუნდე—-ბალდე
    ———————-ნევეში———————
    ———-გავი——————–პედრი——–
    ———————–მესი———————–
    ——-დემბელე—————-ლევა———–