“ლას პალმასის” ფეხბურთელი, ალბერტო მოლეირო “ბარსელონაზე” საუბრობს.
ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ შემოთავაზება არსებობდა – ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ოფიციალურად არაფერი მომხდარა.
“ბარსას” ყურებაში გავიზარდე და ის ფაქტი, რომ კატალონიურ კლუბს ჩემი მიყვანა სურდა, ძალიან მახარებს.
პედრიმ მკითხა, “ბარსელონაში” გადმოვდიოდი თუ არა.
– ციტირებს 18 წლის შემტევი ნახევარმცველის სიტყვებს Relevo.
ესეც მოხვდა ჩვენ რადარზე?
ისე ლას პალმასი არაა ცუდი გუნდი ტალანტების აღმოსაჩენად, მაგრამ ალბათ ყველა პედრი ვერ იქნება 😎