workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვარო მორატა: პატივია, როდესაც შენით ჩავის დონის მწვრთნელი ინტერესდება

ალვარო მორატა: პატივია, როდესაც შენით ჩავის დონის მწვრთნელი ინტერესდება

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა იმ დროს იხსენებს, როდესაც მისი შეძენით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული.

ეს მიმდინარე წლის იანვარში ხდებოდა, როდესაც ჩავის ცენტრფორვარდი ჭირდებოდა. მორატას ტრანსფერი არ გამოვიდა, რადგან მის მესაკუთრე კლუბ “ატლეტიკოსთან” და იმჟამინდელ კლუბ “იუვენტუსთან” შეთანხმება ვერ მოხერხდა. “ბარსა” იძულებული გახდა, ალტერნატიული ვარიანტი განეხილა და პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაემატებინა, რამაც ძალიან გაამართლა.

“ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტი იყო. ალეგრის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ არსად მივდიოდი, რომ მას უნდოდა, ვლაჰოვიჩთან ერთად მეთამაშა.

კიდევ 4-5 შემოთავაზება მქონდა და ყველა მათგანი კარგი იყო, მაგრამ საბოლოო სიტყვა “ატლეტიკოს” ეკუთვნოდა.

ჩავიმ დამირეკა და ფეხბურთზე ვისაუბრეთ. პატივია, როდესაც ჩავის დონის მწვრთნელი შენზე ფიქრობს. კიდევ უფრო დამარწმუნებელია იმ ადამიანის საუბარი, რომლის თამაშსაც თვალს პატარაობიდან ადევნებდი.

– ციტირებს ალვარო მორატას სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 21 სექ 2022, 22:00

    რა დროს ალვაროა

  • nika 54
    schedule 21 სექ 2022, 11:53

    "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო" სწორედ შენზეა ნათქვამი. მესი სუარესი ერთბაშად დავკარგეთ და დემბელეს და კოუტინიოს იმედი ჩავის კი არა მათ მშობლებსაც აღარ ქონდათ. ხოდა შენი მოყვანაც კი იფიქრა საცოდავმა ჩავიმ. ისე მაგრა გადავრჩით რო არ გამოგიშვეს თორემ შენც ბრეითვეტივით მოუცილებელი ჭირი გახდებოდი.