კატალონიის “ბარსელონას” “ბოსმა” პეპ გვარდიოლამ ქება-დიდება არ დაკლო მომავალ მეტოქეს-”ჩელსის” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მაგრამ იგი თავისი შეგირდებიდან დაჟინებით მოითხოვს შეტევას, ბურთზე კონტროლს და ბოლოს, რაღა თქმა უნდა გოლებს.
გვარდიოლა: მთელი “ჩელსის” გუნდი საშიშია, მათ შეუძლიათ თამაში სხვადასხვა ხერხით. მათ არ აკლიათ სისწრაფე და ფიზიკურად გუნდი კარგადაა მომზადებული. ამასთანავე ისინი თამაშობენ ძალიან მაღალ დონეზე”.
“ბარსას” მწვრთნელი ამბობს:”ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად კონცეტრირებული ვიყოთ ამ თამაშზე, ისე როგორც ვიყავით ელ-კლასიკოზე. ეიქნება პირველი ნაბიჯი რომისკენ. არ იქნება ადვილი ჩელსისთან მაღალ ბურთებზე ბრძოლა, რადგან ისინი მეორე სართულისთვის ძალიან ძლიერები და “დიდები” არიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა მატჩის მოსაგებად: შეტევა, ბურთის ფლობა და ბოლოს გოლი”.
გვარდიოლა ასევე წუხს ანრის გამოც, რადგან მისი თამაში საეჭვოა , ეს 6-ში გადაწყდება.
“ბარსას” დამრიგებელმა ჰიდინკის ტაქტიკაზეც ისაუბრა: “”ჩელსის” ბევრი გზა აქვს სათამაშოდ. 4-4-1-1, როგორც ეს გააკეთეს ნოუ კამზე ან 4-4-2 ანდაც 4-4-3. ჩვენ ამას მხოლოდ მატჩის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გავიგებთ. ვნახოთ რა მოხდება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს”.
წყარო www.fcbarcelona.cat