“ელჩეს” წინააღმდეგ გამართული შეხვედრით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩებით ხავიერ მასკერანოს გადაასწრო.
Relevo-ს ინფორმაციით, გერმანელმა “ბარსას” მაისურით 335-ე მატჩი ჩაატარა და მასკერანო ჩამოიტოვა. ეს ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი კატალონიურ კლუბში ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებით მე-3 ადგილზე გადავიდა.
ტერ შტეგენზე წინ დანი ალვესი (408) და ლიონელ მესი (778) არიან. დიდი ალბათობით, გერმანელი მე-2 ადგილზეც მალე გადავა, პირველი პოზიციის დაკავება კი ნაკლებად სავარაუდოა.




მესის ერთით ნაკლები და 777 იქნებოდა. თუმცა შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს მომავალი წლიდან.
Ნუ ვიქნებით დარწმუნებული და ტყუილი იმედები ნუ გვექნება
პირველი პოზიციის დაკავება იმიტომ იქნება შეუძლებელი, რომ გაისად ლეო დაბრუნდება 800-იან ნიშნულს საკმაოდ გადააბიჯებს და შტეგენსაც კარგად ჩამოიტოვებს.
საუკეთესო ფორმაში შედის შტეგენი და ასაკსაც თუ გავითვალისწინებთ მინიმუმ 5 ან 6 წელი შეუძლია იყოს ფორმაში, თან მეკარე რაც უფრო ასაკშია მით უფრო კარგი ხდება, გამოცდილება და სიმშვიდე აქვს უფრო მეტი რაც ფოკუსირებაში ეხმარება