workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კადისი-ბარსა – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

კადისი-ბარსა – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (94%) აირჩიეს. როტაციის აუცილებლობის გამო გულშემატკვირების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 47% ბალდემ მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “კადისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი – ბელერინი, არაუხო, კუნდე, ბალდე – ბუსკეტსი, გავი, დე იონგი – რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 4-0 მოიგებს.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 11 სექ 2022, 00:30

    მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 4-0 მოიგებს.
    რაც მთავარია შედეგი ყველამ გამოიცნო.

  • Ko Ke
    schedule 11 სექ 2022, 00:06

    Ისე მივეჩვიეთ ამ 4 იანებს რომ ყოველი თამაშის წინ მაგას ვწერთ ანგარიშად

  • me da barca
    schedule 10 სექ 2022, 18:13

    კადისს ჯერ გოლიც კი არ გაუტანია. ოთხიდან ოთხი წაგება აქვს და შესაბამისად ბოლო ადგილზეა. ავადმყოფი თავის ლოგინშივე უნდა იხმ***, რომ არ წამოდგეს და არ მოგიბრუნდეს.