მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: ’’ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება’’

რონალდუ: ’’ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება’’

მადრიდის ’’რეალის’’ ნახევარმცველმა და ეროვნული ჩემპიონატის წინა სეზონის ბომბარდირმა იმედი გამოთქვა Marca-სთან ინტერვიუში, რომ მისი გუნდი ამ სეზონში პირველ ადგილს დაიმკვიდრებს ლა ლიგაში.პორტუგალიელის თქმით , ’’თეთრებს’’ ძალიან კარგი პირობები აქვთ გამარჯვებისათვის.

 

’’ამ სეზონში აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ’’ბარსელონა’’. კატალონიური გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მათ დაიმატეს ორი უძლიერესი ფეხბურთელი – სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი, მაგრამ ’’რეალმა’’ კარგი ტრანსფერები განახორციელა და ძალიან მომძლავრდა. ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ’’ – განაცხადა ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს ბომბარდირთა სიას. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე 2 მატჩში 4 გატანილი გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში