ჩავი ერნანდესმა პლზენის “ვიქტორიას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
სტარტი დიდებულია, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. თამაშის აღქმითა და ინტენსივობით კმაყოფილი ვარ. მჭიდრო თამაში საშუალებას გვაძლევს, ბურთი სწრაფად დავიბრუნოთ და ბევრი შანსი შევქმნათ.
ჩვენ ბევრი შანსი შევქმენით, დემბელე ძალიან კარგი იყო, ლევანდოვსკიმ კი თამაშში გარდამტეხი როლი შეასრულა. გოლი შეცდომის გამო გავუშვით, ასეთი ლაფსუსები უნდა აღმოვფხვრათ. მთლიანობაში, მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, რაც შედეგზეც აისახა.
დემბელე ბედნიერია, ძალიან ბედნიერია. ის საკუთარი თამაშით სიამოვნებას იღებს, გოლებს იტანს და ასისტებს აკეთებს. უსმანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირისპირ თამაშის ასეთი უნარით ბევრი ფეხბურთელი არ მინახავს. ის ნეიმარის დონეზეა. დემბელეს გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
ლევანდოვსკის წარმატების მიღწევის დაუოკებელი სურვილი აქვს. უკვე საქებარი სიტყვები მელევა. რობერტმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მაგრამ ამას მისი გაწეული სამუშაო ემატება. ის ბრწყინვალე ტრანსფერია.
ვერ ვიტყვი, არის თუ არა ლევანდოვსკი ევროპაში საუკეთესო თავდამსხმელი, მაგრამ ჩვენთვის – ნამდვილად არის. არა მხოლოდ გოლების გამო, ის შეტევაში ბევრ გამოსავალს გვთავაზობს. ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა.
ქაღალდი თამაშის მიმდინარეობისას? ხანდახან სწრაფ ცვლილებას აკეთებ და ტაქტიკის ასახსნელად საკმარისი დრო არ გაქვს.
ეს აუცილებელი გამარჯვებაა, რადგან მოგება თავდაჯერებას გმატებს. კულეები ხვალ ბედნიერები გაიღვიძებენ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს მხოლოდ სამი ქულაა. ეიფორიას მეც ვუერთდები, მაგრამ სიფრთხილითა და სიმშვიდით.
“ბაიერნი”? შაბათს კადისთან თამაში გველის, მიუნხენელებს სამშაბათს დავუპირისპირდებით, მომდევნო შაბათს კი მორიგი მატჩი გვაქვს. ჩვენი სამი ქულის მოპოვება უნდა განვაგრძოთ. კარგი პერიოდი გვიდგას, მაგრამ ჩვენს ბედს ყოველი თამაში განსაზღვრავს, “კადისთან” გამოცდა გველის.
ვფიქრობ, გულშემატკივრები ჩვენთან არიან. მოედანზე სული უნდა დავტოვოთ. შეიძლება, მოვიგოთ, წავაგოთ ან ფრე ვითამაშოთ, მაგრამ ქომაგები ჩვენი თამაშით უნდა ამაყობდნენ.
მესის წასვლით გამოწვეული მწუხარება არასდროს განელდება. ყველაფერი, რაც მან “ბარსასთვის” გააკეთა, განსაკუთრებული იყო. სამწუხაროდ ეს დასრულებულია.
ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ “ბარსელონა” დაბრუნდა. ჩვენ მხოლოდ სამი ქულა მოვიპოვეთ, სახლში ვითამაშეთ, ჯგუფი კი ძალიან რთულია. ჯერ მიუნხენში, შემდეგ კი მილანში უნდა ჩავიდეთ. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერი ახლა დაიწყო.
პედრიმ უფრო ნაკლები ბურთი უნდა დაკარგოს და ბოლო პასის გაკეთებისას მეტად გარისკოს, მაგრამ ის მაინც დიდებულია. მისი კომბინაციები ლევანდოვსკისთან შესანიშნავია.
კუნდეს ცენტრალურ მცველად მოვიაზრებ. დღეს უბრალოდ განსაკუთრებული სიტუაცია იყო, რადგან მცირე დისკომფორტის გამო რობერტოს შეცვლამ მომიწია, მაგრამ სერიოზული არაფერია.




ჩავი ან ყატარში მოწევას შეეჩვიე ან დემბელესთან რაღაც გაქვს აბა ნეიმარის დონეაო როგორ უნდა თქვა კარგი რაა, დემბელეს ასაკში ნეიმარი დაფრინავდა, ბებერი ეთქმის ნეიმარს დემბელესგან განსხვავებით და წელს ძაან მაგრად დაიწყო დემბელე ახლოსაც არაა იტვინოა იმდენი წუნი აქვს ნეიმარს კარიერაში არ ქონია…ობიექტურად ნეიმარი დემბელეს ათი თავით აღემატება.
Დემბელე Ბურთს რომ იღებდა უკვე ველოდი გარღვევას და ლევანასგან კიდე გოლს, ტიპმა კარში სამჯერ დაარტყა და სამივე გოლი გაიტანა ასეთი არაფერი მინახავს
ეგ რო ვინმეს შეეძლოს ეგ რიგში მესის შემდეგ იდგებოდა.
ჩამოაკელით ვინმემ ლევანას 5 წელი
ლევანას მართლაც ბურთის ყოველ შეხებაზე ეტყობა რამდენად მაღალი კლასია. ნეტავ უფრო ადრე დაგვემატებინა ეგ კაცი. ჩავის ყოჩაღ, ასე უნდა განაგრძო მაესტრო
დემბელე უეჭველი მაგრად ვარჯიშობს რაკი ასე ევასება
ყოჩაღ ბიჭებო