ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), პედრი (97%) და ლევანდოვსკი (100%) აირჩიეს. ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების ხმების 100% შეხვდა. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 44% გარსიამ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “სევილიასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე – ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი – რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




თითქმის გამოვიცანი, დე იონგი გამოვტოვე.