workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიერ-ემერიკ ობამეიანგი: აქ გატარებული 6 თვე 6 წელს ჰგავდა

პიერ-ემერიკ ობამეიანგი: აქ გატარებული 6 თვე 6 წელს ჰგავდა

“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი კატალონიურ კლუბს ემშვიდობება:

კულეებო, თქვენთან ერთად გატარებული 6 თვე 6 წელს ჰგავდა. იმ სიყვარულს, რომელიც მომეცით, და “ბარსელონურ” დღეებს სიტყვებით ვერ აღვწერ.

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და ვიმედოვნებ, მალე გნახავთ.

მადლობა, ჩემი ოჯახი ხართ.

ობა 😁🎶🟠🐉

აქ გატარებული მცირე დროის მიუხედავად, გაბონელმა თავდამსხმელმა “ბარსას” ქომაგებს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა, კლუბის გამო ხელფასი დაიკლო, გოლები გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაგვეხმარა.

ობამეიანგმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში თავი 13 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა. ობას “ბარსელონურ” კარიერაში უნდა გამოვარჩიოთ 4-0 მოგებული “ელ კლასიკო”, რომელშიც მან “რეალს” დუბლი შეუსრულა.

გაბონელი “ბარსელონაში” მაშინ გადმოვიდა, როცა გუნდს ძალიან უჭირდა, და კლუბზე მალევე დიდი ზეგავლენა იქონია. ის გასულ სეზონში “ბლაუგრანას” თანაბომბარდირი გახდა, რასაც უდიდესი პროფესიონალიზმი და გუნდში შემოტანილი ხალისი ემატება.

პიერი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს, კატალონიელებმა კი მის სანაცვლოდ €12 მილიონი და მარკოს ალონსო მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • azulgerana
    schedule 03 სექ 2022, 16:11

    იმედია თვითონ აწყობდა წასვლა და არ გააგდეს გუნდიდან

  • DesmondHume
    schedule 02 სექ 2022, 23:17

    სამუდამოდ მადლიერი უნდა იყოს ბარსა ობამეიანგის, და პირიქით, ობა ბარსასი. ერთმანეთს მისცეს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. წარმატებები ჩელსიში, თითოეული მილიონი დამსახურებულია რასაც იქ აიღებს <3

  • Ko Ke
    schedule 02 სექ 2022, 22:45

    Დიდი მადლობა ობა ყველაფრისთვის, თითოეული ემოციისთვის რომელიც მაჩუქე, უდიდესი ფეხბურთელი ხარ და ჩემს გულში სამუდამოდ იქნები🤩🤩 რეალს ხო მაინც მიარჭო დუბლი და ისე წავიდა ეს გაბონელი კლოუნი🤩🤩♥️

  • Clever liar
    schedule 02 სექ 2022, 22:37

    ციტატა: datio
    ედგარ დავიდსის ტოლფასი წვლილი ექნება ამ კაცს!
    ისიც 6 თვე იყო, მაგრამ 6 თვე რომელმაც შეცვალა ყველაფერი


    +1, მაშინაც ასეათ ვალში ვიყავით და ისიც ხელფასის გამო გაუშვეს ობესავით…
    ისტორიის 1-1ში გამეორების შემდეგ იმედია სტატისტიკის ბრილიანტის ერაც მოდის :)))

  • datio
    schedule 02 სექ 2022, 21:13

    ედგარ დავიდსის ტოლფასი წვლილი ექნება ამ კაცს!
    ისიც 6 თვე იყო, მაგრამ 6 თვე რომელმაც შეცვალა ყველაფერი

  • lesane C
    schedule 02 სექ 2022, 21:10

    კლასნი და ჯიგარი კაცი <3

  • rivaldo80
    schedule 02 სექ 2022, 20:53

    მადლობა აუბა შენი სალტო სულ მემახსოვრება და რეალის დაცვის წიოკიი👌🏼

  • Bakero
    schedule 02 სექ 2022, 20:42

    მადლობა ობა ! მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან მაგარი პროფესიონალი ხარ ასაკის დედა რომ ვატირე თორემ ნაღდად არა ხარ გასაშვები

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 სექ 2022, 20:16

    აი მშვენივრად დაემთხვა ერთმანეთს ყველაფერი, ამისი მოსვლის დროს ჩვენ ფორვარდი გვჭირდებოდა ამას კი სახელის დაბრუნება, მისი დიდი დამსახურებით ლიგაზე გავედით და თვითონ კი ის დიდი სახელი დაიბრუნა და ყველას აჩვენა რომ ისევ უმაღლესი დონეა, ახლა კი ჩვენ ახალი ფორვარდი გვყავს და მას კი ახალი გუნდი სჭირდებოდა და არა სკამზე ყოფნა კარიერის ბოლოს, წარმატებები ობამას, მადლობა რაც გააკეთე ბარსასთვის🖤🔝

  • jo va ni
    schedule 02 სექ 2022, 19:55

    ოაბამეიანგზე რაც გადაწყვიტა შეფობამ სრულიად ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ ეს 4 თვე რაც ითამაშა ტოპი იყო. მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა გარემოებები, როცა აუბა მოვიდა მაგრაზებული იყო თავის თავზეც, არსენალზეც და ვაფშე ყველაზე და უნდოდა დაემტკიცებინა რომ ისევ ჰაი კლასის ფორვარდია რაც დაამტკიცა, მაგრამ თუ გავითვალისეინებთ მის ასაკს, კონტრატტის ხანგრძლივობას რომელიც 3-4 წელი ჰქონდა, ხელფასს კიდევ რომელიც 9-10 იქნებობა ამ სეზონიდან და თან რობერტთან კონკურენციას ყველაფერი ნათელი ხდება. არა მგონია რომ შეცვლიდან ეგეთი მონსტრი იყოს როცა იცი, რომ ძირითადში ვერსდროს მოხვდები მოტივაციას დაკარგავდა. თან არ მგონია თავს ლევანდივსკივით და რონალდოსავით უვლიდეს, რომ 35-36 წლამდე პოტი იყოს. ასე რომ ახალი გამოწვევა აქვს თვითონაც და 1-2 წელი გაქაჩავს კიდევ კარგ ხარისხში

  • riva
    schedule 02 სექ 2022, 19:37

    ობამ ბევრი მოგვცა მაგრამ ჩვენც ბევრი მივეცით. არსენალის სკამზე მჯდარი და ჩამოწერილი კაცი ისევ ვარსკვლავად ვაქციეთ, საკუთარი თავის რწმენა დავუბრუნეთ და მსოფლიოს ვანახეთ რომ ობა ისევ ძალიან ძლიერია.

    რაც შეეხება მის წასვლას გული დამწყდა, მერჩივნა დეპაი წასულიყო, ბევრად თან

  • cruyff9
    schedule 02 სექ 2022, 19:36

    ლეგენდა ხარ ობა😍😍😍

  • Coutinho
    schedule 02 სექ 2022, 19:05

    ამის შყალობით ვითამაშებთ შელს ლიგაზე

  • nika 54
    schedule 02 სექ 2022, 18:55

    დიდ საქმეში წაგვეხმარა და იმ შემადგენლობით მაქსიმუმს მიაღწია ბარსელონასთან ერთად.

  • jo va ni
    schedule 02 სექ 2022, 18:48

    მადლობა აუბას ყველაფრისთვის რაც გააკეთა… წარმატებები ლონდონის ლურჯ მხარეს. მოვიდა კარიერა გადატვირთა, დაგვეხმარა ლიგაზე გასვლაშე, 12 ლიმონი და ალონსო დაგვიტოვა და წავიდა. ეს 6 თვე თვოთონაც გამოიყენა და კლუბსაც მაგრად დაეხმარა.