ახლახან “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერჟინიო დესტი იჯარით “მილანში” გადადის.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 2022/23 წლების სეზონს განათხოვრებით გაატარებს, შემდეგ კი “როსონერის” მისი გამოსყიდვა შეეძლება (არაოფიციალური ინფორმაციით, €20 მილიონად).
დესტმა “ბარსაში” 2 წელი გაატარა და პირველი ამერიკელია, რომელმაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მოირგო.
საერთო ჯამში, სერჟინიომ “ბარსელონაში” 72 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. მან 2020/21 წლების სეზონში გუნდთან ერთად კოპა დელ რეი მოიგო.




ბართომეუ გაასაღებდა კი არა ამ სიას გააორმაგებდა.
Როგორც იქნა გაოფიციალურდა, ნაგავი მოვიშორეთ რაც მთავარია
გუნდმა ერთ ფანჯარაზე უმტიტი, დესტი, ლენგლე, ბრაიტა,პუჩი მოიშორა და კიდე ლანძღავს ზოგიერთი. ამათ ბართომეუ 2030 წლამდე ვერ გაასაღებდა.
წარმატებები სერჟინიოს, იმედია ათამაშდება და 20 მილიონს გვაშოვნინებს:)
ობამეიანგზე მინდა ვთქვა კიდევ, რომ იანვარში როცა არავის აღარ სჭირდებოდა ბარსამ გარისკა და ენდო, მანაც მთელი სული და გული ჩადო და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია გვაჩვენა, გადატვირთა თავისი კარიერა და იმედია მონდომებით გააგრძელებს ლონდონშიც. ამას ქვია ხელმა ხელი დაბანა და ორივემ პირიო.
იქნება სერია ას დონეზე გაიფაფხუროს და გამოისყიდოს მილანმა, ამისი ყურება ბარსაში აღარ მინდა