Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პედრი გონსალესმა მიმდინარე სეზონში მიზნად 10-12 გოლის გატანა დაისახა. მან გასული სეზონის შედეგი უკვე გააუმჯობესა და თავდაჯერებულობას ინარჩუნებს.
17 წლის ასაკში “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ პედრიმ, განვითარების მიზნით, მეტი გოლოს გატანა მოისურვა და უნდა, გუნდის ლიდერი იყოს.
გონსალესმა ჯერ რონალდ კუმანი დაარწმუნა, რომ პირველ გუნდში ადგილს იმსახურებდა, შემდეგ თავი სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა, ბოლოს კი ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა და პროგრესი განაგრძო. ის ფიზიკურ ასპექტშიც ბევრს მუშაობს.
19 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობები ჯერ კიდევ უსაზღვროა. გასულ სეზონში “ბარსას” გასახდელ ოთახში ყველა აღნიშნავდა, რომ მისმა ტრავმამ გუნდზე ძალიან იმოქმედა – პედრის გარეშე კატალონიურმა კლუბმა დონე და კრეატივი დაკარგა.
პედრის ჩავი ერნანდესმაც სთხოვა, რომ ბევრი გოლის გატანა და მეტოქის საჯარიმოში უკეთ მოქმედება ცადოს, და შედეგიც სახეზეა. გონსალესის მიზანია, სრულყოფილი ნახევარმცველი გახდეს.




Პედრი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელია ახლა გუნდში, ძაან კლასნია, ხანდახან მავიწყდება რომ 19 წლისაა ყველაფერს მარტივად გამოცდილი ფეხბურთელივით აკეთებს
ესეთი ბიჭები გვჭირდება და არა ბელერინისნაირი სირინოზები
იმედია 10-12 კი არა 20-მდე ავა.
ეს სასწაული ბიჭია, ნიჭთან ერთად ძალიან მონდომებულია რაც მთავარია, გოლებსაც შეყრის და ზრდასაც განაგრძობს, ეს სასწაული იქნება
საოცარი ტალანტია, ბართომეუ-კუმანმა რამდენადაც დაგვაქცია ორი იმდენი მადლიერი ვარ რო პედრი ახლა გუნდის უცვლელი წევრია
ამას 4-5 წელიწადში უბრალოდ ვერავის შეადარებენ, იმიტომ რომ ძაან უნამუსობა იქნება ამას გვერდით დაუყენო ვინმე, მთელი თამაში რომ მარტო ამას უყურო მაგით დაკმაყოფილდები, ყველა მოძრაობას სხვანაირად აკეთებს❤️
თან ამის ასაკში ჩავი-ინიესტა ვინ იცოდა ვაფშე?
ეს კიდე მოიხოდება და ისევ თსლი შუა ხაზი გვეყოლება,როგორც ჩავი-ინიესტას ქონდათ